საბოლოო

შედეგები

1. საგნობრივი კომისიის მიერ გადაწყვეტილებების მიღებიდან 20 დღის ვადაში, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება:

ა) იმ პირთა სია, რომელთაც წარმატებით დაძლიეს საგნის გამოცდა;

ბ) იმ უფროს მასწავლებელთა სია, რომელთაც წარმატებით დაძლიეს წამყვანი მასწავლებლის სტატუსისათვის დაწესებული ზღვარი და ჩააბარეს პროფესიული უნარების გამოცდა;

გ) იმ წამყვან მასწავლებელთა სია, რომელთაც წარმატებით დაძლიეს მენტორი მასწავლებლის სტატუსისათვის დაწესებული ზღვარი და ჩააბარეს პროფესიული უნარების გამოცდა;

დ) იმ უფროს მასწავლებელთა სია, რომელთაც წარმატებით დაძლიეს მენტორი მასწავლებლის სტატუსისათვის დაწესებული ზღვარი და ჩააბარეს პროფესიული უნარების გამოცდა.

2. საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტში, ცენტრის წარდგინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) მიერ დადგენილი ოდენობის ქულების დაგროვებას, ამასთან:

ა) უფროს მასწავლებელს, რომელიც რეგისტრირებულია პროფესიული უნარების გამოცდაზე, პროფესიული უნარების გამოცდა ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ ის გადალახავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ წამყვანი მასწავლებლის სტატუსისათვის დაწესებულ ზღვარს;

ბ) წამყვან მასწავლებელს, რომელიც რეგისტრირებულია პროფესიული უნარების გამოცდაზე, პროფესიული უნარების გამოცდა ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ ის გადალახავს მინისტრის მიერ მენტორი მასწავლებლის სტატუსისათვის დაწესებულ ზღვარს;

3. აპლიკანტს ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე დადგენილი ქულა დაგროვებულად ჩაეთვლება, თუ მის მიერ მიღებული ქულის შესაბამისი გათანაბრებული ქულა ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე დადგენილი ქულის ტოლი ან ამ ქულაზე მეტი აღმოჩნდება.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სიებში მიეთითება აპლიკანტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მიღებული ქულა და მიღებული ქულის პროცენტი შესაბამისი საგნის მაქსიმალურ ქულასთან მიმართებით.

5. ცენტრი ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სიას, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მიზნებისათვის, უგზავნის სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ხოლო მასწავლებლის სტატუსის მინიჭების მიზნებისათვის – სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს.

6. ცენტრი ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ – „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სიებს უგზავნის სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს.

7. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ტესტირების ჩატარებამდ