1. საგნობრივი კომისიის მიერ გადაწყვეტილებების მიღებიდან 10 დღის ვადაში ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება იმ პირთა სია, რომელთაც მიიღეს მონაწილეობა სახელმწიფო ენის გამოცდაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სიაში მიეთითება გამოსაცდელის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მის მიერ ტესტირებისას მიღებული შეფასება, ასევე ინფორმაცია გამოსაცდელის მიერ სახელმწიფო ენის შესაბამისი დონის დაძლევის შესახებ.

3. სახელმწიფო ენის შესაბამისი დონის დაძლევა გულისხმობს ტესტში ცენტრის დირექტორის მიერ სახელმწიფო ენის შესაბამისი დონისათვის დადგენილი ოდენობის ქულების დაგროვებას. ქულათა ოდენობა მტკიცდება ტესტირების ჩატარებამდე.

4. გამოსაცდელს ამ მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე დადგენილი ქულა დაგროვებულად ჩაეთვლება, თუ მის მიერ მიღებული ქულა ამ მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე დადგენილი ქულის ტოლი ან ამ ქულაზე მეტი აღმოჩნდება.

5. ცენტრი იმ პირთა შესახებ ინფორმაციას (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, პირის მიერ ტესტირებისას მიღებული შეფასება, ასევე ინფორმაცია გამოსაცდელის მიერ სახელმწიფო ენის შესაბამისი დონის დაძლევის შესახებ), რომელთაც წარმატებით დაძლიეს სახელმწიფო ენის შესაბამისი დონე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სახელმწიფო ენის ცოდნასთან დაკავშირებულ მოთხოვნასთან პირის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოწმობის) გაცემის მიზნით, უგზავნის დეპარტამენტს. დეპარტამენტი აღნიშნულ მოწმობას გასცემს 10 დღის ვადაში.

6. საგანმანათლებლო დაწესებულება, სახელწმიფო ენაში მომზადების პროგრამის მსმენელებზე სერტიფიკატის გაცემის მიზნით, უფლებამოსილია, ცენტრს წარუდგინოს სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის მსმენელთა სია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) და მოითხოვოს ინფორმაცია მათ მიერ სახელმწიფო ენის გამოცდაზე მიღებული შედეგის შესახე