1. ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადი, ნაშრომთან ერთად, გადაეცემა შესაბამის საგნობრივ კომისიას, რომლის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. საპრეტენზიო განაცხადის განხილვისას საგნობრივი კომისია უფლებამოსილია, იმსჯელოს მხოლოდ საპრეტენზიო განაცხადში მითითებული ტესტური დავალების/დავალებების ფარგლებში, ტესტური დავალების/დავალებების შეფასების სისწორეზე და საპრეტენზიო განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება/გადაწყვეტილებები:

ა) გამოსაცდელისთვის ქულის მომატების შესახებ;

ბ) გამოსაცდელისთვის ქულის დაკლების შესახებ;

გ) გამოსაცდელისთვის ქულის უცვლელად დატოვების შესახებ.

3. საგნობრივი კომისია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას მისი მიღებიდან ორი დღის ვადაში გადასცემს ცენტრის დირექტორს.

4. საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილებები ცენტრის მიერ განთავსდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე, საპრეტენზიო განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 25 კალენდარული დღის ვადაში. საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილებები ხელმისაწვდომია მხოლოდ დაინტერესებული პირისათვის.

თავი VII

ტესტირების საბოლოო შედეგე