1. ცენტრში არსებული მონაცემები გამოსაცდელთა მიერ მიღებული შედეგების შესახებ ინახება 70 წლის განმავლობაში და შემდგომ ნადგურდება.
2. გამოსაცდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციის შემცველი მონაცემები ცენტრში ინახება ერთი წლის ვადით.
3. გამოსაცდელის მიერ მითითებული ტელეფონის ნომერი ცენტრში ინახება ტესტირებამდე, ტესტირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გამოსაცდელის ინფორმირების მიზნით და იშლება ტესტირების ჩატარების შემდეგ. რეგისტრაციისას გამოსაცდელის მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართი ინახება გამოსაცდელისათვის ნაშრომის მიწოდების მიზნით და იშლება გამოსაცდელისათვის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ცენტრის მიერ ნაშრომის მიწოდების შემდეგ.
4. ცენტრში ნებისმიერი ფორმით არსებულ პერსონალურ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისათვის ესაჭიროებათ პერსონალური მონაცემების დამუშავება, კანონმდებლობით დადგენილი მიზნითა და მოცულობით.
გარდამავალი დებულება