პროფესიული

განვითარებისა

და

კარიერული

წინსვლის

სქემაში

განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებლებთან დაკავშირებული გამონაკლისები

1. მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებელს უფლება აქვს ამ დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდის გარეშე გაიაროს რეგისტრაცია 2022 წელს ორგანიზებულ საგნის გამოცდაში მონაწილეობის მისაღებად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირებზე არ ვრცელდება ამ დებულების 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დადგენილი ზღვარი.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირებთან დაკავშირებით ცენტრი ეყრდნობა სსიპ – განათლების მართვის სისტემის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.

4. საგნობრივი კომისიის მიერ გადაწყვეტილებების მიღებიდან 20 დღის ვადაში, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება იმ პრაქტიკოს მასწავლებელთა სია, რომელთაც მიიღეს მონაწილეობა 2022 წელს ორგანიზებულ საგნის გამოცდაში, გამოცდაზე მიღებული შედეგის მითითებით.

5. ცენტრი ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სიას უგზავნის სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს. საგნის გამოცდის შედეგების საფუძველზე, მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის შესაბამისად, სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ადგენს მასწავლებლის სტატუსებს და უგზავნის სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, რომელიც ათავსებს აღნიშნულ ინფორმაციას ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაშ