2. დადგენილებით დამტკიცებული „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ მე-6 − მე-9 მუხლები, მე-12 და მე-13 მუხლები, მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები, მე-17 − მე-19 მუხლები, მე-20 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები, 21-ე − 23-ე მუხლები, 25-ე და 26-ე მუხლები, 28-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები და 33-ე მუხლი ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან.
პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე
მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა
ზოგადი დებულებები
მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის რეგულირების სფერო
1. მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა (შემდგომ – სქემა) ეფუძნება მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს და განსაზღვრავს მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის ამ სქემაში ჩართვის პირობებს, მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის შეფასების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის გზებსა და საშუალებებს.
2. სქემის მოქმედება ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებსა (შემდგომ - სკოლა) და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომ - სამინისტრო) ტერიტორიული ორგანოებზე - საგანმანათლებლო რესურსცენტრებზე (შემდგომ - საგანმანათლებლო რესურსცენტრი) ამ სქემით მასზე სპეციალურად მითითებულ შემთხვევებში. ხოლო კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებზე (შემდგომ - კერძო სკოლა) ვრცელდება სქემის მე-4 - მე-5 მუხლების, IV თავის, 24-ე მუხლის, 27-ე მუხლის, 28-ე მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტების, 29-ე მუხლის, 30-ე მუხლის, IX თავის და 34-ე – 39-ე მუხლების მოქმედება, ხოლო წერილობითი მომართვის შემთხვევაში -მე-10, მე-11, მე-14 და 33-ე მუხლების მოქმედება.
3. სქემა ვრცელდება მასწავლებლებზე (გარდა მოწვეული, უცხოელი მოწვეული და შემცვლელი მასწავლებლებისა, ხოლო კერძო სკოლის მასწავლებელზე − მხოლოდ ამ სქემით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევაში), ხოლო სპეციალურ მასწავლებელზე ამ სქემით გათვალისწინებული დებულებები ვრცელდება მასზე სპეციალურად მითითებულ შემთხვევებში