თავი II — 1. მასწავლებლის პროფესია
1. მასწავლებლის საქმიანობის დაწყება და შეწყვეტა ხდება სამინისტროს მიერ დამტკიცებული მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის შესაბამისად. მასწავლებლის პროფესიული განვითარება და კარიერული წინსვლა ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის შესაბამისად.
2. მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესი და მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა მასწავლებლებს უნდა აყენებდეს თანაბარ მდგომარეობაში, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა და საცხოვრებელი ადგილისა.
3. მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიზანია კვალიფიციური კადრების მომზადება, მასწავლებლის კომპეტენციის ამაღლება და პროფესიული განვითარება, სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული მიზნის მისაღწევად მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა განსაზღვრავს:
ა) მასწავლებლის ამ სქემაში ჩართვის წესს, მასწავლებლის შეფასების კრიტერიუმებს და შეფასების ელექტრონული სისტემის წარმოების წესს;
ბ) მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სხვა საკითხებს.
5. (ამოღებულია - 16.12.2016, №102).
6. მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის დაფინანსების შესაძლო წყაროებია:
ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახსრები, მათ შორის, ვაუჩერული დაფინანსებიდან მიღებული შემოსავლები;
ბ) სამინისტროს მიერ დამტკიცებული შესაბამისი მიზნობრივი პროგრამის სახსრები;
გ) მასწავლებლის თვითდაფინანსება;
დ) დონორების მიერ დაფინანსება;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრები.
საქართველოს 2007 წლის 2 მარტის კანონი №4412 - სსმ I, №8, 23.03.2007წ., მუხ.76
საქართველოს 2010 წლის 20 აპრილის კანონი №2940 - სსმ I, №23, 04.05.2010წ., მუხ.122
საქართველოს 2011 წლის 9 მარტის კანონი №4322 – ვებგვერდი, 22.03.2011წ.
საქართველოს 2014
წლის 28 ნოემბრის
კანონი №2822
- ვებგვერდი, 15.12.2014წ.
საქართველოს 2016 წლის 16
დეკემბრის კანონი
№102
- ვებგვერდი, 05.01.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5
ივლისის
კანონი №3025
–
ვებგვერდი,11.07.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 20
ივლისის
კანონი №3243
–
ვებგვერდი, 10.08.2018წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 18.03.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.03.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 5-ჯერ.
- 16.03.2021 კანონი №338
- 20.07.2018 კანონი №3243
- 16.12.2016 კანონი №102
- 28.11.2014 კანონი №2822
- 09.03.2011 კანონი №4322
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (17.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 217. მასწავლებლის საქმიანობის დაწყება და შეწყვეტა, მასწავლებლის პროფესიული განვითარება და კარიერული წინსვლა 1. მასწავლებლის საქმიანობის დაწყება და შეწყვეტა ხდება სამინისტროს მიერ დამტკიცებული მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის შესაბამისად. მასწავლებლის პროფესიული განვითარება და კარიერული წინსვლა ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის შესაბამისად. 2. მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესი და მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა მასწავლებლებს უნდა აყენებდეს თანაბარ მდგომარეობაში, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა და საცხოვრებელი ადგილისა. 3. მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიზანია კვალიფიციური კადრების მომზადება, მასწავლებლის კომპეტენციის ამაღლება და პროფესიული განვითარება, სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული მიზნის მისაღწევად მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა განსაზღვრავს: ა) მასწავლებლის ამ სქემაში ჩართვის წესს, მასწავლებლის შეფასების კრიტერიუმებს და შეფასების ელექტრონული სისტემის წარმოების წესს; ბ) მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სხვა საკითხებს. 5. (ამოღებულია - 16.12.2016, №102). 6. მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის დაფინანსების შესაძლო წყაროებია: ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახსრები, მათ შორის, ვაუჩერული დაფინანსებიდან მიღებული შემოსავლები; ბ) სამინისტროს მიერ დამტკიცებული შესაბამისი მიზნობრივი პროგრამის სახსრები; გ) მასწავლებლის თვითდაფინანსება; დ) დონორების მიერ დაფინანსება; ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრები. საქართველოს 2007 წლის 2 მარტის კანონი №4412 - სსმ I, №8, 23.03.2007წ., მუხ.76 საქართველოს 2010 წლის 20 აპრილის კანონი №2940 - სსმ I, №23, 04.05.2010წ., მუხ.122 საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3025 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ზოგადი განათლების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.02.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 20, 04/05/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება