1. ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკას ახორციელებს საქართველოს მთავრობა.
2. საქართველოს მთავრობა:
ა) სამინისტროს მიერ წარდგენიდან 1 თვის ვადაში იღებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს;
ბ) სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს:
ბ.ა) ერთ მოსწავლეზე გათვლილ ფინანსურ ნორმატივებს და მათი შესაბამისი სტანდარტული და გაზრდილი ვაუჩერების ოდენობებს;
ბ.ბ) შესაბამისი მიზნობრივი პროგრამის/პროგრამების ფარგლებში კერძო სკოლის დაფინანსების წესსა და პირობებს;
ბ.გ) „მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესს“;
ბ.დ) სკოლის მოსწავლეების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოებით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის მიზნობრივ პროგრამასა და სკოლის მოსწავლეების ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის მიზნობრივ პროგრამას;
გ) ადგენს
ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის საფასურებს დაჩქარებული წესით გაცემისა და დუბლიკატის გაცემისათვის;
დ) სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემას;
ე) ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომ − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი) მიერ უცხო ქვეყნის იმ უფლებამოსილ ინსტიტუტთან ხელშეკრულების გაფორმების წესსა და პირობებს, რომელიც ახორციელებს საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის აღიარებას.
3. (ამოღებულია - 20.04.2010, №2940).
საქართველოს 2007 წლის 2 მარტის კანონი №4412 - სსმ I, №8, 23.03.2007წ., მუხ.76
საქართველოს 2010 წლის 20 აპრილის კანონი №2940 - სსმ I, №23, 04.05.2010წ., მუხ.122
საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4469 - ვებგვერდი, 01.04.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6428 – ვებგვერდი, 05.06.2012წ.
საქართველოს 2014
წლის 28 ნოემბრის
კანონი №2822
- ვებგვერდი, 15.12.2014წ.
საქართველოს 2016 წლის 16
დეკემბრის კანონი
№102
- ვებგვერდი, 05.01.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5
ივლისის
კანონი №3025
–
ვებგვერდი,11.07.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 20
ივლისის
კანონი №3243
–
ვებგვერდი, 10.08.2018წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონი №3664– ვებგვერდი, 05.12.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3959 – ვებგვერდი, 25.12.2023წ.
საქართველოს 2026 წლის 4 თებერვლის კანონი №1353 - ვებგვერდი, 05.02.2026