საქართველოს პარლამენტი:

ა) განსაზღვრავს ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის და მართვის ძირითად მიმართულებებს, შეიმუშავებს შესაბამის საკანონმდებლო აქტებს;

ბ) წარდგენიდან 1 თვის ვადაში ამტკიცებს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტს;

გ) პერიოდულად ისმენს მინისტრის ანგარიშს ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარების, ფინანსური საქმიანობის, ეროვნული და რეგიონული პროგრამების შესრულების შესახებ.

საქართველოს 2018 წლის 5

ივლისის
კანონი №3025
–
ვებგვერდი,11.07.2018წ.

საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 18.03.2021