მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№139
სარეგისტრაციო კოდი
430050000.10.003.024532
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/04/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (5 მუხლი)
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №139

2024 წლის 16 აპრილი

ქ. თბილისი

 

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს „მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი“ ამ დადგენილების დანართის შესაბამისად. 
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი
მუხლი 1

1.  მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული მასწავლებლების (შემდგომში – მასწავლებელი) მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების პირობებს.

2. მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღვაწლმოსილ მასწავლებელს (შემდგომში –  ლაურეატი).

3.  მასწავლებლის ეროვნული პრემია მოიცავს  ლაურეატზე გადასაცემ:

ა) ერთდროულ ფულად გასაცემელს – 10 000 ლარს;  

ბ) სამკერდე ნიშანს, რომლის ნიმუშსა და აღწერილობას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).

მუხლი 2

1. მასწავლებლის ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად ლაურეატთა გამოვლენის მიზნით კანდიდატურები წარედგინება მინისტრის მიერ შექმნილ კომისიას.

2. მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე ავლენს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომისია.

3. ლაურეატს მასწავლებლის ეროვნული პრემია ენიჭება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4. მასწავლებლის ეროვნული პრემია  ლაურეატს გადაეცემა საჯაროდ, საზეიმო ვითარებაში.

მუხლი 3. ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთდროული ფულადი გასაცემელი წარმოადგენს წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული ასიგნებებიდან სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი გასაცემლის სახით გადასახდელ ფულად თანხას, რომელიც ლაურეატზე გაიცემა პროგრამის – „მასწავლებლის ეროვნული პრემიის“ (პროგრამული კოდი: 32 02 13) ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებებიდან.


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.04.2024.
როდის იქნა მიღებული „მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“?
„მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 16.04.2024. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №139. სარეგისტრაციო კოდი — 430050000.10.003.024532.
რამდენი მუხლისგან შედგება „მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 5 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.04.2024 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“, №139, 16.04.2024, სარეგისტრაციო კოდი 430050000.10.003.024532 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.04.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6157844/