ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში მერიის თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა პრემიების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (7 მუხლი)
|
ქალაქი რუსთავის საკრებულოს |
|
2014 წლის 22 აგვისტო ქ. რუსთავი |
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე–16 მუხლის მე–3 პუნქტის და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449-ე დადგენილების მე-4 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა პრემიების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი”,დანართის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები
|
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მოსამსახურეთა პრემიების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი(შემდგომში–წესი) განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი პირის-მერის, მერის პირველი მოადგილის(მოადგილეების), სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირებისა და მერიის მოსამსახურეთა მიმართ პრემიის გაცემის წესს, პირობებს
და მის ოდენობას. |
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტება
|
პრემია- საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე გაცემული შრომითი გასამრჯელო, რომელიც გაიცემა დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის;
|
მუხლი 3.
საპრემიო ფონდის ფორმირების პრინციპი
|
1. პრემიის გამოყენებისას საპრემიო ფონდის ფორმირების წყაროა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
2. პრემიის გაცემა ხორციელდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტით.
|
მუხლი 4.
პრემიის გაცემის წესი, მიზანი და პერიოდულობა
|
1.ერთდროულად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს.
2.პრემიის გაცემა შესაძლებელია განხორციელდეს კვარტალში ერთხელ. 3. საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი პრინციპების დაცვით, პრემია შესაძლებელია გაიცეს, ასევე, არაუმეტეს წელიწადში სამჯერ. 4. პრემიის მიზანია, დასაქმებულ პირთა წახალისების და მოტივაციის გაზრდა, აგრეთვე, საჯარო დაწესებულებებში კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა.
|
მუხლი 5.
პრემიის გაცემის უფლებამოსილება
|
1.ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი პირის-მერის, მერის პირველი მოადგილის (მოადგილეების), სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირების მიმართ პრემიის გაცემის გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტს (ბრძანებას).
2. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთთეულებში დასაქმებულ პირებზე (საჯარო მოსამსახურეებზე) პრემიის გაცემის საკითხის ინიციირების უფლება აქვს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ თანამდებობის პირებს და გადაწყვეტილებას პრემიის გაცემის შესახებ იღებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი შესაბამისი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის (ბრძანების) გამოცემით. 3. პრემიის გაცემის თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, თანხის გადარიცხვას ახორციელებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში მერიის თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა პრემიების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში მერიის თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა პრემიების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.08.2014.
- როდის იქნა მიღებული „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში მერიის თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა პრემიების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“?
- „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში მერიის თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა პრემიების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 22.08.2014. მიმღები ორგანო — ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №12. სარეგისტრაციო კოდი — 270070000.35.160.016222.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში მერიის თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა პრემიების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში მერიის თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა პრემიების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.08.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში მერიის თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა პრემიების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, №12, 22.08.2014, სარეგისტრაციო კოდი 270070000.35.160.016222 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.08.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2473322/