ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა, საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №49 |
|
2014 წლის 26 სექტემბერი ქ. ცაგერი |
|
2. დასაბუთებაში უნდა მიეთითოს გასაცემი პრემიის ოდენობა, მისი პროცენტული მიმართება პირის თანამდებობრივ სარგოსთან, ინფორმაცია მიმდინარე წლის განმავლობაში აღნიშნულ პირზე გაცემული პრემიის შესახებ.
3. პრემიის მიზნებია, გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა, საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა წახალისების და მოტივაციის გაზრდა, აგრეთვე დასაქმების ბაზარზე არსებული კონკურენციის გათვალისწინებით, კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა.
2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის/სამსახურის ხელმძღვანელ თანამდებობის პირებზე პრემიის გაცემის საკითხის ინიციირების უფლება აქვს გამგებელს ან/და გამგებლის მოადგილეს.
3. საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა პრემიის გაცემის საკითხის ინიციირების უფლება აქვს საკრებულოს აპარატის უფროსს მის დაქვემდებარებაში მყოფი პირებისათვის ან/და საკრებულოს თავმჯდომარეს.
4. საკრებულოს აპარატის უფროსზე პრემიის გაცემის საკითხის ინიციირების უფლება აქვს საკრებულოს თავმჯდომარეს.
5. გამგებლის მოადგილეზე (მოადგილეებზე) პრემიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებელი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის – ბრძანების ფორმით.
6. ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებზე და სხვა მოსამსახურეებზე პრემიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებელი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის – ბრძანების ფორმით.
7. საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთათვის პრემიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარე ინდივიდიალურ–სამართლებრივი აქტის – ბრძანების ფორმით.
2. პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ.
3. პრემია შესაძლებელია გაიცეს არაუმეტეს წელიწადში სამჯერ, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და პრინციპების დაცვით.
4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით დადგენილი წესიდან გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია დაწესებულების ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე.