ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №55 |
|
2014 წლის 24 დეკემბერი ქ. ამბროლაური |
|
2.პრემიის გაცემა ხორციელდება ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტით.
3.პრემიის გაცემის მიზანია საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა წახალისების და მოტივაციის გაზრდა, აგრეთვე დასაქმების ბაზარზე არსებული კონკურენციის გათვალისწინებით, საჯარო დაწესებულებაში კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა.
2.ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებულ საჯარო მოხელეებზე პრემიის გაცემის საკითხის ინიცირების უფლება აქვს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელძღვანელ თანამდებობის პირებს.
3.პრემიის გაცემაზე გადაწყვეტილებას ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში თანამდებობის პირთა და დასაქამებულ საჯარო მოხელეებზე იღებს მერი.
4.მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ინიცირება უნდა იყოს დასაბუთებული,რომელშიც უნდა მიეთითოს გასაცემი პრემიის ოდენობა, მისი პროცენტული მიმართება თანამდებობრივ სარგოსთან, ინფორმაცია მიმდინარე წლის განმავლობაში აღნიშნულ პირებზე გაცემული პრემიის შესახებ.
2. ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ საჯარო მოხელეებზე პრემის შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ.
3. პრემია შესაძლებელია გაიცეს ასევე არაუმეტეს წელიწადში სამჯერ, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და პრინციპის დაცვით.