ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობის პირების და საჯარო მოხელეების პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ.
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №26 |
|
2016 წლის 28 ნოემბერი დ. ლენტეხი |
|
2. პრემიის გასაცემი ხორციელდება ლენტეხის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტიდან.
2. პრემიის მიზანია ლენტეხის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირთა წახალისება და მათი მოტივაციის გაზრდა, აგრეთვე კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა.
2. ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეებზე პრემიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემით. საკითხის ინიციირებას ახორციელებს საკრებულოს აპარატის უფროსი ან თვითონ საკრებულოს თავმჯდომარე.
3. ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირებზე, კერძოდ: გამგებლის პირველი მოადგილის, მოადგილეების და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების პრემიის გაცემაზე ინიცირებისა და გადაწყვეტილების მიღების ფლება აქვს ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომლის თაობაზეც გამგებელი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
4. ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებულ სხვა საჯარო მოსამსახურეებზე პრემიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი. საკითხის ინიციირებას ახორციელებს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ან თვითონ გამგებელი. გამგებელი აღნიშნულის თაობაზე გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებელსა და საკრებულოს თავმჯდომარეზე პრემიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო განკარგულების სახით. პრემის გაცემის თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე თანხის გადარიცხვას ახორციელებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახური.
2. ლენტეხის მუნიციპალიტეტის ორგანოებში დასაქმებულ პირზე პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ.
3. პრემია ასევე შეიძლება გაიცეს არაუმეტეს წელიწადში სამჯერ, უქმე დღეებთან დაკავშირებით ამ წესით განსაზღვრული ოდენობისა და პრინციპების დაცვით.
ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესიდან გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია ,,საჯარო დაწესებულებაში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.