ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №4 |
|
2015 წლის 16 იანვარი დ. ჩხოროწყუ |
|
2. პრემიის გაცემა ხორციელდება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტით.
2. ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს.
3. პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ.
4. საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი პრინციპების დაცვით, პრემია შესაძლებელია გაიცეს, ასევე, არაუმეტეს წელიწადში სამჯერ.
5. პრემიის მიზანია, დასაქმებულ პირთა წახალისების და მოტივაციის გაზრდა, აგრეთვე, საჯარო დაწესებულებებში კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა.
2. გადაწყვეტილებას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში დასაქმებული პირების (საჯარო მოსამსახურეებზე) მიმართ პრემიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, შესაბამისი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის (ბრძანების) გამოცემით. საკითხის ინიცირებას ახორციელებს საკრებულოს აპარატის უფროსი, საკრებულოს აპარატის შესაბამისი განყოფილების უფროსის წარდგინების საფუძველზე.
3. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირების -გამგებლის მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირების (სამსახურის უფროსები) მიმართ პრემიის გაცემის გადაწყვეტილებას იღებს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელი საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს (ბრძანებას).
4. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთთეულებში დასაქმებულ პირებზე (საჯარო მოსამსახურეებზე) პრემიის გაცემის საკითხის ინიცირების უფლება აქვს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს და გადაწყვეტილებას პრემიის გაცემის შესახებ იღებს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელი შესაბამისი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის (ბრძანების) გამოცემით.
5. პრემიის გაცემის თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, თანხის გადარიცხვას ახორციელებს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახური.