მასწავლებლის ეროვნული დღის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (7 მუხლი)
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №340 |
|
2023 წლის 30 აგვისტო ქ. თბილისი |
|
1. მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული მასწავლებლების (შემდგომში – მასწავლებელი) მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების პირობებს.
2. მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღვაწლმოსილ მასწავლებელს (შემდგომში – ლაურეატი).
3. მასწავლებლის ეროვნული პრემია მოიცავს ლაურეატზე გადასაცემ:
ა) ერთდროულ ფულად გასაცემელს – 10 000 ლარს;
ბ) სამკერდე ნიშანს, რომლის ნიმუშსა და აღწერილობას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).
1. მასწავლებლის ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად ლაურეატთა გამოვლენის მიზნით კანდიდატურები წარედგინება მინისტრის მიერ შექმნილ კომისიას.
2. მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე ავლენს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომისია.
3. ლაურეატს მასწავლებლის ეროვნული პრემია ენიჭება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
4. მასწავლებლის ეროვნული პრემია ლაურეატს გადაეცემა საჯაროდ, საზეიმო ვითარებაში.
მუხლი 3. ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთდროული ფულადი გასაცემელი წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული ასიგნებებიდან სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი გასაცემლის სახით გადახდილ ფულად თანხას, რომელსაც ლაურეატზე გასცემს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროგრამის – „განათლებისა და მეცნიერების სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და პროგრამების მართვის“ (პროგრამული კოდი: 32 01 01) ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებებიდან.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მასწავლებლის ეროვნული დღის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „მასწავლებლის ეროვნული დღის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.04.2024.
- როდის იქნა მიღებული „მასწავლებლის ეროვნული დღის შესახებ“?
- „მასწავლებლის ეროვნული დღის შესახებ“ მიღებულია 30.08.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №340. სარეგისტრაციო კოდი — 010330000.10.003.024173.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „მასწავლებლის ეროვნული დღის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 16.04.2024-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „მასწავლებლის ეროვნული დღის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „მასწავლებლის ეროვნული დღის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.04.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „მასწავლებლის ეროვნული დღის შესახებ“, №340, 30.08.2023, სარეგისტრაციო კოდი 010330000.10.003.024173 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.04.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5905544/