თავი II — 1. მასწავლებლის პროფესია
1. მასწავლებლის თანამდებობის სახეებია:
ა) დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელიც ერთ საგანს მაინც ასწავლის დაწყებით საფეხურზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ბ) საბაზო/საშუალო საფეხურის საგნის მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელიც ერთ საგანს მაინც ასწავლის საბაზო და საშუალო საფეხურებზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;
გ) საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელიც ერთ საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულ ყველა საგანს ასწავლის საბაზო ან/და საშუალო საფეხურზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;
დ) სახელოვნებო ან სასპორტო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელიც სახელოვნებო ან სასპორტო საგანს/საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულ ყველა საგანს ასწავლის შესაბამის საფეხურზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ე) სპეციალური მასწავლებელი − მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც დამოუკიდებლად ან საგნის მასწავლებელთან ერთად ასწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს/მოსწავლეებს ან/და ინდივიდუალურად/ჯგუფურად მუშაობს მასთან/მათთან სწავლის შედეგების გაუმჯობესებისა და სხვადასხვა უნარის განვითარების მიზნით;
ვ) სამხედრო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი – სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სამხედრო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი;
ზ) დაწყებითი საფეხურის მულტილინგვური განათლების მასწავლებელი – არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სექტორის მასწავლებელი, რომელიც სხვადასხვა ენაზე ასწავლის ერთ ან რამდენიმე საგანს დაწყებით საფეხურზე;
თ) საბაზო/საშუალო საფეხურის საგნის/საგნობრივი ჯგუფის მულტილინგვური განათლების მასწავლებელი – არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სექტორის მასწავლებელი, რომელიც სხვადასხვა ენაზე ასწავლის ერთ ან რამდენიმე საგანს საბაზო და საშუალო საფეხურებზე.
2. სამინისტრო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით განსაზღვრავს მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს თითოეული სახის მასწავლებლისთვის. სამხედრო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი უნდა განისაზღვროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით. მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს უნდა შეესაბამებოდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ყველა მასწავლებელი.
3. ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებაში
პროფესიას
შეიძლება
ასწავლიდეს
პროფესიის
მასწავლებელი
, რომელიც
არის
პროფესიული
განათლების
მასწავლებელი
„პროფესიული
განათლების
შესახებ
“ საქართველოს
კანონის
შესაბამისად
.
საქართველოს 2007 წლის 2 მარტის კანონი №4412 - სსმ I, №8, 23.03.2007წ., მუხ.76
საქართველოს 2010 წლის 20 აპრილის კანონი №2940 - სსმ I, №23, 04.05.2010წ., მუხ.122
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3068 - სსმ I, №27, 24.05.2010წ., მუხ.187
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.302
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4042 - სსმ I, №76,27.12.2010წ., მუხ.491
საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6448 – ვებგვერდი, 25.06.2012წ.
საქართველოს 2014
წლის 28 ნოემბრის
კანონი №2822
- ვებგვერდი, 15.12.2014წ.
საქართველოს 2018 წლის 5
ივლისის
კანონი №3025
–
ვებგვერდი,11.07.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 29
ივნისის
კანონი №2753
–
ვებგვერდი, 19.07.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 20
ივლისის
კანონი №3243
–
ვებგვერდი, 10.08.2018წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 18.03.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.03.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 5-ჯერ.
- 16.03.2021 კანონი №338
- 20.07.2018 კანონი №3243
- 29.06.2018 კანონი №2753
- 28.11.2014 კანონი №2822
- 12.06.2012 კანონი №6448
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (17.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 212. მასწავლებლის თანამდებობის სახეები და მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი 1. მასწავლებლის თანამდებობის სახეებია: ა) დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელიც ერთ საგანს მაინც ასწავლის დაწყებით საფეხურზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში; ბ) საბაზო/საშუალო საფეხურის საგნის მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელიც ერთ საგანს მაინც ასწავლის საბაზო და საშუალო საფეხურებზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში; გ) საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელიც ერთ საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულ ყველა საგანს ასწავლის საბაზო ან/და საშუალო საფეხურზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში; დ) სახელოვნებო ან სასპორტო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელიც სახელოვნებო ან სასპორტო საგანს/საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულ ყველა საგანს ასწავლის შესაბამის საფეხურზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში; ე) სპეციალური მასწავლებელი − მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც დამოუკიდებლად ან საგნის მასწავლებელთან ერთად ასწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს/მოსწავლეებს ან/და ინდივიდუალურად/ჯგუფურად მუშაობს მასთან/მათთან სწავლის შედეგების გაუმჯობესებისა და სხვადასხვა უნარის განვითარების მიზნით; ვ) სამხედრო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი – სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სამხედრო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი; ზ) დაწყებითი საფეხურის მულტილინგვური განათლების მასწავლებელი – არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სექტორის მასწავლებელი, რომელიც სხვადასხვა ენაზე ასწავლის ერთ ან რამდენიმე საგანს დაწყებით საფეხურზე; თ) საბაზო/საშუალო საფეხურის საგნის/საგნობრივი ჯგუფის მულტილინგვური განათლების მასწავლებელი – არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სექტორის მასწავლებელი, რომელიც სხვადასხვა ენაზე ასწავლის ერთ ან რამდენიმე საგანს საბაზო და საშუალო საფეხურებზე. 2. სამინისტრო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით განსაზღვრავს მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს თითოეული სახის მასწავლებლისთვის. სამხედრო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი უნდა განისაზღვროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით. მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს უნდა შეესაბამებოდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ყველა მასწავლებელი. 3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიას შეიძლება ასწავლიდეს პროფესიის მასწავლებელი , რომელიც არის პროფესიული განათლების მასწავლებელი „პროფესიული განათლების შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად . საქართველოს 2007 წლის 2 მარტის კანონი №4412 - სსმ I, №8, 23.03.2007წ., მუხ.76 საქართველოს 2010 წლის 20 აპრილის კანონი №2940 - სსმ I, №23, 04.05.2010წ., მუხ.122 საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3068 - სსმ I, №27, 24.05.2010წ., მუხ.187 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.302 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4042 - სსმ I, №76,27.12.2010წ., მუხ.491 საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3025 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ზოგადი განათლების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.02.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 20, 04/05/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება