1. მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსის შეჩერების საფუძველია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა.

2. მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, მასწავლებელი/სპეციალური მასწავლებელი, სტატუსის აღდგენის მიზნით, მიმართავს იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელთანაც წარმოიშობა ახალი შრომითი ურთიერთობა.

3. მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის მიერ მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსის აღდგენის საფუძველია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასა და მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს შორის შრომითი ურთიერთობის აღდგენა/ახალი შრომითი ურთიერთობის წარმოშობ