1. სასწავლო წლის დაწყებამდე საგანმანათლებლო რესურსცენტრი აანალიზებს და განსაზღვრავს  სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული სკოლების საჭიროებებს მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის კარიერული წინსვლის სამი მიმართულების შესაბამისად.

2. საჭიროებების განსაზღვრა ეფუძნება რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული სკოლების თვითშეფასებით იდენტიფიცირებულ გამოწვევებს, მათი საქმიანობის შეფასების შედეგებსა და მუნიციპალური განვითარების მიზნებს.

3. საჭიროებების საფუძველზე, საგანმანათლებლო რესურსცენტრი განსაზღვრავს შესაბამის ფუნქციებს მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის კარიერული წინსვლის         თითოეული მიმართულებით და სასწავლო წლის დასაწყისში უნაწილებს მათ მუნიციპალიტეტის დონეზე ფუნქციების შესრულების ვალდებულების მქონე მასწავლებლებს/სპეციალური მასწავლებლებს.

4. იმ შემთხვევაში, თუ სკოლა მუნიციპალიტეტის დონეზე ფუნქციის შესრულების ვალდებულების მქონე  მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს  დაასაქმებს ფუნქციების გადანაწილების შემდგომ, საგანმანათლებლო რესურსცენტრი ვალდებულია, აღნიშნულ მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს გადაუნაწილოს არჩეული კარიერული მიმართულებით არსებული ვაკანტური ფუნქცია ან არსებული საჭიროების შესაბამისად განსაზღვროს დამატებითი ფუნქცი