1. კომისია განიხილავს და აფასებს მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის მიერ ფუნქციის შესრულების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შედეგებს.
2. კომისია იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) საქმიანობის შედეგების დადებითად შეფასების შესახებ;
ბ) საქმიანობის შედეგების უარყოფითად შეფასების შესახებ.
3. კომისიის შეფასების შედეგს სკოლა ასახავს ელექტრონულ სისტემაში.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს ეკისრება უარყოფითად შეფასებულ მიმართულებაში პროფესიული განვითარების ვალდებულება.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს ვალდებულება აქვს პროფესიული განვითარების პროცესის პარალელურად შეასრულოს ფუნქცია იმავე მიმართულებით.
6. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს მასწავლებლისთვის/სპეციალური მასწავლებლისთვის პროფესიული განვითარების აქტივობების ხელმისაწვდომობა და აღნიშნული პროცესის მონიტორინგი.
7. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი