1. წამყვანი მასწავლებლის სტატუსი ენიჭება უფროს მასწავლებელს, რომელსაც უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა ან საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს არანაკლებ 50%-იანი შედეგით, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული ჰქონდა დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების საფუძველზე და რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) კომისიის მიერ დადებითად შეფასდა სკოლის დონეზე მის მიერ ერთი სასწავლო წლის განმავლობაში კარიერული წინსვლის იმ მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა, რომელი მიმართულებითაც სურს კარიერული წინსვლა;

ბ) წარმატებით გაიარა მის მიერ არჩეული კარიერული წინსვლის მიმართულებისა და შესაბამისი  დონის სპეციალური კურსი.

2. იმ შემთხვევაში, თუ უფროს მასწავლებელს უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს 50%-ზე ნაკლები შედეგით, უფლებამოსილია, განმეორებით ჩააბაროს საგნის გამოცდა წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად.

3. წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი ენიჭება უფროს სპეციალურ მასწავლებელს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) კომისიის მიერ დადებითად შეფასდა სკოლის დონეზე მის მიერ ერთი სასწავლო წლის განმავლობაში კარიერული წინსვლის იმ მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა, რომელი მიმართულებითაც სურს კარიერული წინსვლა;

ბ) წარმატებით გაიარა მის მიერ არჩეული კარიერული წინსვლის მიმართულებისა და შესაბამისი  დონის სპეციალური კურს