1. სკოლის დონეზე ფუნქციის შესრულების ვალდებულება აქვს:
ა) იმ წამყვან მასწავლებელს/წამყვან სპეციალურ მასწავლებელს, რომელსაც არჩეულ მიმართულებაში მოპოვებული აქვს შესაბამისი ფუნქციის შესრულების უფლება;
ბ) იმ მენტორ მასწავლებელს/მენტორ სპეციალურ მასწავლებელს, რომელსაც არჩეულ მიმართულებაში მხოლოდ სკოლის დონეზე აქვს მოპოვებული შესაბამისი ფუნქციის შესრულების უფლება.
2. სკოლის დონეზე კარიერული წინსვლის სურვილის შემთხვევაში ფუნქციის შესრულების უფლება აქვს:
ა) უფროს მასწავლებელს/უფროს სპეციალურ მასწავლებელს;
ბ) წამყვან მასწავლებელს/წამყვან სპეციალურ მასწავლებელს, რომელსაც კარიერული წინსვლისთვის არჩეულ მიმართულებაში არ აქვს მოპოვებული სკოლის დონეზე ფუნქციის განხორციელების უფლება;
გ) მენტორ მასწავლებელს/მენტორ სპეციალურ მასწავლებელს, რომელსაც კარიერული წინსვლისთვის არჩეულ მიმართულებაში არ აქვს მოპოვებული სკოლის დონეზე ფუნქციის განხორციელების უფლებ