1. წამყვან მასწავლებელს/წამყვან სპეციალურ მასწავლებელსა და მენტორ მასწავლებელს/მენტორ სპეციალურ მასწავლებელს ვალდებულება აქვს ფუნქცია შეასრულოს მხოლოდ ერთ დონეზე, მხოლოდ ერთი მიმართულებით.

2. ფუნქციის შესრულების უფლების მოპოვების მსურველ მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს უფლება აქვს კარიერული წინსვლისთვის ფუნქცია შეასრულოს მხოლოდ ერთ დონეზე, მხოლოდ ერთი მიმართულებით.

3. თუ მასწავლებელი/სპეციალური მასწავლებელი იცვლის კარიერული წინსვლის მიმართულებას, სხვა მიმართულებით კარიერულ წინსვლას იწყებს მისთვის სქემით განსაზღვრული საწყისი  დონიდან.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა არ იწვევს მასწავლებლისთვის/სპეციალური მასწავლებლისთვის მინიჭებული სტატუსის ცვლილებას.

5. თუ პირი ერთდროულად  დასაქმებულია როგორც სპეციალური მასწავლებლის, ასევე საგნის მასწავლებლის პოზიციაზე, ფუნქციის შესრულებისთვის/ფუნქციის შესრულების უფლების მოპოვებისთვის, მან უნდა შეარჩიოს ერთ-ერთი  პოზიცია.

6. თუ მასწავლებელი/სპეციალური მასწავლებელი დასაქმებულია  ორ ან მეტ სკოლაში, სკოლის დონეზე ფუნქციის შესრულებისთვის/ფუნქციის შესრულების უფლების მოპოვებისთვის, მან უნდა შეარჩიოს ერთ-ერთი  სკოლა.

7. თუ მასწავლებელი/სპეციალური მასწავლებელი დასაქმებულია ორ ან მეტ სკოლაში, რომლებიც სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს, მუნიციპალიტეტის დონეზე ფუნქციის შესრულებისთვის/ფუნქციის შესრულების უფლების მოპოვებისთვის, მან უნდა შეარჩიოს კონკრეტული საგანმანათლებლო რესურსცენტრი.

თავი III.

უფროსი მასწავლებლის/უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭე