უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი ენიჭება პირს, რომელიც აკმაყოფილებს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ა) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და ჩაბარებული უნდა ჰქონდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა ან მოპოვებული უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი;

ბ) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და ამ პროგრამის ფარგლებში გავლილი ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული;

გ) უნდა ჰქონდეს, სულ მცირე, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი ჰქონდეს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა ან მოპოვებული უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი;

დ) უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით ან, სულ მცირე, ფსიქოლოგიის ბაკალავრის ან ოკუპაციური თერაპევტის აკადემიური ხარისხი და ჩაბარებული ჰქონდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა ან მოპოვებული უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი;

ე) უნდა ჰქონდეს სპეციალური განათლების ან განათლების მეცნიერებების (ნაშრომი უნდა ეხებოდეს ინკლუზიურ განათლებას) დოქტორის აკადემიური ხარისხი;

ვ) ჩაბარებული უნდა ჰქონდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა და უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მოპოვებული მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის მიხედვი