1. ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია აამოქმედოს სკოლის ბაზაზე მასწავლებლების/სპეციალური მასწავლებლების შეფასებისა და პროფესიული განვითარების დამოუკიდებელი სისტემა, რომელიც მოიცავს მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის საქმიანობის შეფასების, მისი პროფესიული საჭიროებების დადგენისა და საჭიროებების შესაბამისი პროფესიული განვითარების მექანიზმებს.
2. სპეციალურ მასწავლებელს, რომელიც ასწავლის და მუშაობს მხედველობის ან სმენის დარღვევის მქონე ან მრავლობითი სენსორული დარღვევის მქონე (ყრუ და უსინათლო) ან მძიმე/ღრმა ინტელექტუალური ან/და მრავლობითი დარღვევის მქონე ან ქცევითი და ემოციური დარღვევის მქონე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან, გავლილი უნდა ჰქონდეს მხედველობის ან სმენის დარღვევის მქონე ან მრავლობითი სენსორული დარღვევის მქონე (ყრუ და უსინათლო) ან მძიმე/ღრმა ინტელექტუალური ან/და მრავლობითი დარღვევის მქონე ან ქცევითი და ემოციური დარღვევის მქონე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის სწავლების სპეციალიზებული სასერტიფიკატო პროგრამა.
მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის მიერ ფუნქციის შესრულების უფლების მოპოვება, ფუნქციის შესრულება და კარიერული წინსვლა სკოლის დონე