1. კომისია განიხილავს და აფასებს მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის მიერ ფუნქციის შესრულების მიზნით განხორციელებული საქმიანობის შედეგებს.
2. კომისია იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) საქმიანობის შედეგების დადებითად შეფასებისა და მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსის ცვლილებაზე წარდგინების ან/და ფუნქციის შესრულების უფლების მინიჭების შესახებ;
ბ) საქმიანობის შედეგების უარყოფითად შეფასების შესახებ.
3. კომისიის შეფასების შედეგს სკოლა ასახავს ელექტრონულ სისტემაში.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, კომისია ვალდებულია გასცეს არგუმენტირებული უკუკავშირი.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, მასწავლებელს/სპეციალური მასწავლებელს უნარჩუნდება დადებითად შეფასებული სპეციალური კურსის შედეგები;
6. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის მიერ ფუნქციის შესრულების უფლების მოპოვება, ფუნქციის შესრულება და კარიერული წინსვლა მუნიციპალიტეტის დონე