1. კომისია განიხილავს და აფასებს  მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის მიერ  განხორციელებული საქმიანობის შედეგებს.

2. კომისია იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) საქმიანობის შედეგების დადებითად შეფასების შესახებ;

ბ) საქმიანობის შედეგების უარყოფითად შეფასების შესახებ.

3. კომისიის შეფასების შედეგს  საგანმანათლებლო რესურსცენტრი ასახავს ელექტრონულ სისტემაში.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მენტორ მასწავლებელს/მენტორ სპეციალურ მასწავლებელს ეკისრება უარყოფითად შეფასებულ მიმართულებაში პროფესიული განვითარების ვალდებულება.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მენტორ მასწავლებელს/მენტორ სპეციალურ მასწავლებელს ვალდებულება აქვს პროფესიული განვითარების პროცესის პარალელურად შეასრულოს ფუნქცია იმავე მიმართულებით.

6. საგანმანათლებლო რესურსცენტრი ვალდებულია უზრუნველყოს მენტორი მასწავლებლისთვის/მენტორი სპეციალური მასწავლებლისთვის პროფესიული განვითარების აქტივობების ხელმისაწვდომობა და აღნიშნული პროცესის მონიტორინგი.

7. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი