1. მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის მიერ ფუნქციის შესრულების ვალდებულების შეჩერების საფუძველია ერთდროულად საგნის მასწავლებლისა და სპეციალური მასწავლებლის პოზიციაზე დასაქმებული პირის მიერ კარიერული წინსვლის მიზნებისთვის ერთ-ერთი პოზიციის არჩევის შესახებ განაცხადის გაკეთება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებული მასწავლებელი/სპეციალური მასწავლებელი ფუნქციის შესულების ვალდებულების აღდგენის მიზნით, სასწავლო წლის დაწყებამდე მიმართავს შესაბამის სკოლას ან საგანმანათლებლო რესურსცენტრს.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებულ მასწავლებელს/სპეციალური მასწავლებელს ფუნქციის შესრულების ვალდებულება აღუდგება მის მიერ არჩეული მიმართულებით სკოლაში ან საგანმანათლებლო რესურსცენტრში გადასანაწილებელი ფუნქციების არსებობის შემთხვევაშ