1. ელექტრონული სისტემის წარმოებისას განთავსებულ მონაცემებზე წვდომა გულისხმობს ელექტრონული სისტემის პასუხისმგებელი პირების მიერ მონაცემების შეტანის, ნახვისა და შეცვლის უფლებას იმ მოდულების ფარგლებში, რომელზეც აქვს დაშვება შესაბამის პასუხისმგებელ პირს.
2. ელექტრონული სისტემის წარმოებისას მონაცემებზე წვდომის დონეები განისაზღვრება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. ელექტრონული სისტემის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირების წერილობითი მიმართვის საფუძველზე, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უფლებამოსილია, თითოეულ პირს მისცეს ელექტრონულ სისტემაში შესაბამისი წვდომის დონე.
მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის – ფიზიკის ან ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნების მასწავლებე