1. მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს, რომელსაც 2025 წლის ბოლომდე მოპოვებული ჰქონდა წამყვანი მასწავლებლის/წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი, სკოლის დონეზე ფუნქციის შესრულების უფლება აქვთ კარიერული წინსვლის ნებისმიერი მიმართულებით.
2. მასწავლებელს, რომელსაც 2025 წლის ბოლომდე მოპოვებული ჰქონდა მენტორი მასწავლებლის სტატუსი, მუნიციპალიტეტის დონეზე ფუნქციის შესრულების უფლება აქვთ კარიერული წინსვლის ნებისმიერი მიმართულებით.
3. სქემაში გადანაწილებულ წამყვან მასწავლებელს/წამყვან სპეციალური მასწავლებელსა და მენტორ მასწავლებელს, რომელიც დასაქმებულია ორ ან მეტ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე უფლება ეძლევა სტატუსის შესაბამისი ფუნქციები შეასრულოს თითოეულ სკოლაშ