1. ელექტრონული სისტემის წარმოებისას დაშვებული შეცდომის ან მონაცემებში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, მის გასწორებას უზრუნველყოფს ამ ინფორმაციის შემყვანი დაწესებულების წარმოებასა და ინფორმაციის ასახვაზე პასუხისმგებელი პირი.
2. ელექტრონული სისტემის წარმოებისას მექანიკური შეცდომის გასწორებას ახორციელებს ამ ინფორმაციის შემყვანი დაწესებულების შესაბამისი სისტემის წარმოებასა და ინფორმაციის ასახვაზე პასუხისმგებელი პირი საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული მხარის მიმართვის საფუძველზე. შეცდომის/უზუსტობის გასწორება ხდება შესაბამისი სისტემის შესაბამისი განყოფილების იმავე გრაფაში, შეცდომის/უზუსტობის გასწორების საფუძვლისა და თარიღის მითითებით.
3. პასუხისმგებელი პირი უფლებამოსილია, ელექტრონული საქმისწარმოებისას დაშვებული შეცდომა/უზუსტობა გამოასწოროს იმ ვადაში, რა ვადაც ჰქონდა განსაზღვრული შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენტაციის განთავსებაზ