1. მასწავლებლისთვის/სპეციალური მასწავლებლისთვის წამყვანი/მენტორი მასწავლებლისა და წამყვანი/მენტორი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭების, ფუნქციის გადანაწილებისა და  ფუნქციის შესრულების უფლების მინიჭების მიზნით ელექტრონულ სისტემაში სკოლის/საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ უნდა განთავსდეს შემდეგი ინფორმაცია:

ა) ინფორმაცია მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის კარიერული წინსვლის მიმართულებების მიხედვით არსებული ფუნქციის შესახებ;

ბ) ინფორმაცია მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის კარიერული წინსვლის მიმართულებების მიხედვით გადანაწილებული მასწავლებლების/სპეციალური მასწავლებლების შესახებ;

გ) ინფორმაცია მასწავლებლის/სპეციალური კომისიის მიერ განხორციელებული შეფასების შედეგების შესახებ;

დ) ინფორმაცია კომისიის წევრების შესახებ (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, პოზიცია).

2. მასწავლებლისთვის/სპეციალური მასწავლებლისთვის წამყვანი/მენტორი მასწავლებლისა და წამყვანი/მენტორი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭების, ფუნქციის გადანაწილებისა და  ფუნქციის შესრულების უფლების მინიჭების მიზნით ელექტრონულ სისტემაში  მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის მიერ უნდა განთავსდეს:

ა) განაცხადი და ხედვა;

ბ) სამოქმედო გეგმა და განხორციელებული საქმიანობის მტკიცებულებები;

გ) პროფესიული განვითარების გეგმა;

დ) პროფესიული განვითარების მტკიცებულებები.

3. საგნის გამოცდის/საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების/სპეციალური მასწავლებლის გამოცდის შედეგები, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება შესაბამისი მასწავლებლისათვის/სპეციალური მასწავლებლისთვის, შესაბამისი სკოლის დირექტორისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისათვის, ელექტრონულ სისტემაში უნდა აისახოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის  მიერ. აღნიშნული ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მიეწოდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს.

4. ელექტრონულ სისტემაში, კონკრეტული მასწავლებლისათვის/სპეციალური მასწავლებლისთვის განკუთვნილ ელექტრონულ სივრცეში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ვალდებულია ასახოს, მასწავლებლისათვის/სპეციალური მასწავლებლისთვის სტატუსის მინიჭებასთან, ფუნქციის გადანაწილებისა,   ფუნქციის შესრულების უფლების მოპოვებასთან  და  სპეციალური კურსის შეფასებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

5. ელექტრონულ სისტემაში განთავსებული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია ინფორმაციის ასახვაზე პასუხისმგებელი პირ