1. მენტორი მასწავლებლისთვის/მენტორი სპეციალური მასწავლებლისთვის ფუნქციის განაწილების შემდეგ, შესასრულებელი ფუნქციის არსებობის შემთხვევაში, კარიერული წინსვლის მსურველ  მასწავლებლებს/სპეციალურ მასწავლებლებს უფლება აქვთ, ელექტრონულ სისტემაში გააკეთონ განაცხადი, კარიერული  წინსვლის სასურველი მიმართულებით.

2. განაცხადთან ერთად  მასწავლებელმა/სპეციალურმა მასწავლებელმა ელექტრონული სისტემით უნდა წარადგინოს საკუთარი ხედვა სასურველი მიმართულებით ფუნქციის შესრულებასთან დაკავშირებით.

3. მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის მიერ წარდგენილ განაცხადს განიხილავს შესაბამისი კომისია.

4. კომისია აფასებს წარმოდგენილი ხედვის შესაბამისობას სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული სკოლების საჭიროებებთან.

5. წარმოდგენილ განაცხადთან დაკავშირებით კომისია იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) განაცხადის დაკმაყოფილების შესახებ;

ბ) განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირს  უფლება ეძლევა, შეასრულოს არჩეული მიმართულების შესაბამისად განსაზღვრული ფუნქცია ერთი სასწავლო წლის განმავლობაში.

7. საქმიანობის განხორციელების პარალელურად, მასწავლებელი/სპეციალური მასწავლებელი    ვალდებულია გაიაროს  შესაბამისი დონისა და მიმართულების სპეციალური კურსი.

8. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, კომისია ვალდებულია გასცეს არგუმენტირებული უკუკავშირი.

9. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი