1. წამყვანი მასწავლებლის და მენტორი მასწავლებლის ფუნქციური დანამატი ეძლევა მასწავლებელს, რომელიც ასრულებს წამყვანი ან მენტორი მასწავლებლის ფუნქციას და აქვს კვირაში არანაკლებ 1 საგაკვეთილო საათი.

2. წამყვანი მასწავლებლის და მენტორი მასწავლებლის  ფუნქციური დანამატი განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

ა) წამყვანი მასწავლებლის ფუნქციური დანამატი – 150 ლარი;

ბ) მენტორი მასწავლებლის ფუნქციური დანამატი – 300 ლარი.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მასწავლებელს წამყვანი ან მენტორი მასწავლებლის ფუნქციის შესრულება, საკუთარი გადაწყვეტილებით და სკოლის თანხმობით, შეუძლია მხოლოდ ერთ სკოლაში, რისთვისაც მიეცემა შესაბამისი ფუნქციური დანამატ