1. მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე დანამატი,  სრული ან სრულზე მეტი დატვირთვის შემთხვევაში, განისაზღვროს 150 ლარის ოდენობით,  ნაწილობრივი დატვირთვის შემთხვევაში, საათობრივი დატვირთვის პროპორციულად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებლის დანამატი არ არის დამოკიდებული მასწავლებლის განათლებაზე ან/და კვალიფიკაციაზე ან/და სამუშაო სტაჟზ