მუხლი 7🔗
მაღალმა ხელშემკვრელმა მხარეებმა, განსაკუთრებით კი დამკავებელმა სახელმწიფოებმა, შეძლებისდაგვარად და მოსახლეობის სურსათით მომარაგების მარეგულირებელი დებულებების გათვალისწინებით, უნდა დაუშვან მათ ტერიტორიებზე კოლექტიური დახმარების განაწილების მიზნით საქონლის შეძენა. ისინი ასევე ხელს შეუწყობენ ფულადი სახსრების გადაცემას და სხვა ფინანსური, ტექნიკური ან ადმინისტრაციული ზომების განხორციელებას, რომლებიც აუცილებელია ასეთი შესყიდვებისათვი