მუხლი 5🔗
ინტერნირებულთა კომიტეტებს უფლება ექნებათ შეავსონ, აგრეთვე უზრუნველყონ შესაბამისი ფორმებისა და კითხვარების შევსება, რომლებიც განკუთვნილია დონორებისათვის და ეხება კოლექტიური დახმარების გზავნილებს (განაწილება, მოთხოვნილებები, რაოდენობა და სხვა). აღნიშნული ფორმები და კითხვარები შეიძლება შეივსოს ასევე სამუშაო რაზმებში მყოფი კომიტეტის წევრების ან ლაზარეთებისა და საავადმყოფოების უფროსი ექიმების მიერ. სათანადოდ შევსებული დოკუმენტები დაუყოვნებლივ უნდა გადაეგზავნოს დონორებ