1. ექსპლუატანტმა უნდა შეიმუშაოს შემოწმების კითხვარი სტანდარტული, არასტანდარტული და ავარიული სიტუაციებისთვის, აგრეთვე ეკიპაჟის მიერ მათი გამოყენების წესები.
2. შემოწმების კითხვარი საფრენოსნო ეკიპაჟის წევრებმა უნდა გამოიყენონ ფრენის ყველა ეტაპის დაწყებამდე, განმავლობაში და დამთავრების შემდეგ, აგრეთვე ავარიულ სიტუაციებში, რათა უზრუნველყონ საექსპლუატაციო პროცედურების დაცვა, რომელიც აღწერილია ფშს-ში ან/და სეს-ში ან სხ-ის საფრენად ვარგისობის მოწმობასთან დაკავშირებულ სახელმძღვანელოში.
3. შემოწმების კითხვარის შემუშავების და გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ადამიანური ფაქტორ