1. ექსპლუატანტი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ფრენა არ იქნეს დაწყებული, ვიდრე არ დარწმუნდება, რომ არსებული სახმელეთო და/ან წყალზე გამოსაყენებელი საექსპლუატაციო საშუალებები, რომლებიც უშუალოდ არის საჭირო ამ ფრენის შესრულებისთვის, სხ-ის უსაფრთხო ექსპლუატაციისა და მგზავრების უსაფრთხოებისათვის, შეესაბამება იმ ექსპლუატაციის პირობებს რომელშიც სრულდება ფრენა.

2. ექსპლუატანტი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ფრენისას შემჩნეული საექსპლუატაციო საშუალებების ნებისმიერი გაუმართაობა დაუყოვნებლივ ეცნობოს მათზე პასუხისმგებელ   ორგანოს.

3. აეროდრომები და მათი საექსპლუატაციო საშუალებები ფრენების შესრულების უზრუნველსაყოფად მუდმივად უნდა იყოს გამოსაყენებელ მდგომარეობაში დადგენილი დროის განმავლობაში მათი გამოყენების გამოქვეყნებული პირობების შესაბამისად.

4. ექსპლუატანტი ვალდებულია ავიაკომპანიის ფრენის უსაფრთხოების მართვის სისტემის ფარგლებში ჩაატაროს სავარაუდო სარგებლობის აეროდრომების საავარიო-სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების მიერ უზრუნველყოფილი დაცვის დონის შეფასება, რათა დადგინდეს, რომ ექსპლუატირებული სხ-ისათვის შეიძლება თუ არა ფრენების შესრულება უსაფრთხოდ.

შენიშვნა: იკაო-ს მე-19 დანართი შეიცავს ექსპლუატანტებისათვის ფრენების უსაფრთხოების მართვის დებულებებს. დამატებით სახელმძღვანელო მასალა მოცემულია ,,ფრენების უსაფრთხოების მართვის სახელმძღვანელო“-ში (SMM) (იკაოს DOC 9859).

5. კონკრეტული აეროდრომის საავარიო-სამაშველო სამსახურის მიერ უზრუნველყოფილი დაცვის ის მინიმალური დონე, რომელსაც ექსპლუატანტი მისაღებად თვლის, უნდა იყოს მითითებული ექსპლუატანტის ფშს-შ