ა) სხ - ნებისმიერი აპარატი, რომელიც ატმოსფეროში მდებარეობას ჰაერთან ურთიერთქმედების შედეგად ინარჩუნებს, დედამიწის ზედაპირიდან არეკლილ ჰაეროვან ურთიერთქმედების გამოკლებით. ამ წესის მიზნებისათვის სხ გულისხმობს მხოლოდ თვითმფრინავს;
ბ) ადამიანის შესაძლებლობები – საავიაციო საქმიანობის უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე მოქმედი, ადამიანის უნარი და მისი შესაძლებლობების ფარგლები;
გ) ადამიანური ფაქტორის ასპექტები – პრინციპები, რომლებიც გამოიყენება დაპროექტების, სერტიფიცირების, კადრების მომზადებისა და საექსპლუატაციო საქმიანობისას, და გამიზნულია ადამიანსა და მოწყობილობებს შორის უსაფრთხო ურთიერთმოქმედების უზრუნველსაყოფად, ადამიანის შესაძლებლობების გათვალისწინებით;
დ) ELT შეიძლება იყოს ერთ-ერთი შემდეგი ტიპებიდან:
დ.ა) ავტომატურად განშლადი ELT(AD) – რომელიც უმოძრაოდ არის დამაგრებული სხ-ზე, ავტომატურად ბრუნდება და ზოგიერთ შემთხვევაში აქტივირდება ზემოქმედებით და აგრეთვე ჰიდოსტატიკურ სენსორებით. ასევე გათვალისწინებულია მექანიკურად მობრუნება;
დ.ბ) ავტომატური ფიქსირებული ELT(AF) – ავტომატურად აქტივირებული, რომელიც მუდმივად არის დამაგრებული სხ-ზე;
დ.გ) ავტომატური მობილური ELT(AP) – ავტომატურად აქტივირებული, რომელიც უმოძრაოდ არის დამაგრებული სხ-ზე, მაგრამ ადვილად მოსახსნელი;
დ.დ) საავარიო-სამაშველო ELT (S) – რომელიც იხსნება სხ-იდან, განლაგებული ისე, რომ ადვილად იყოს გამოყენებადი ავარიული სიტუაციის დროს და მექანიკურად შეიძლება მოვიდეს მოქმედებაში გადარჩენილების მიერ.
ე) აეროდრომის საექსპლუატაციო მინიმუმები – აეროდრომით სარგებლობის შეზღუდვები, შემდეგისათვის:
ე.ა) ასაფრენად, გამოხატული ადზ-ზე ხილვადობის სიშორით და/ან ხილვადობით და, საჭიროებისას, ღრუბლიანობის პარამეტრებით;
ე.ბ) დასაფრენად, დასაფრენად ზუსტი შესვლისას და დაფრენისას, გამოხატული ადზ-ზე ხილვადობის სიშორით და/ან ხილვადობით და, საექსპლუატაციო კატეგორიის შესაბამისი, გადაწყვეტილების მიღების აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლით (DA/H);
ე.გ) დასაფრენად, ვერტიკალური მიმართვით დასაფრენად შესვლისას და დაფრენისას, გამოხატული ადზ-ზე ხილვადობის სიშორით და/ან ხილვადობით და გადაწყვეტილების მიღების აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლით (DA/H);
ე.დ) დასაფრენად, დასაფრენად არაზუსტი შესვლისას და დაფრენისას, გამოხატული ადზ-ზე ხილვადობის სიშორით და/ან ხილვადობით, დაშვების მინიმალური აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლით (MDA/H) და, საჭიროებისას, ღრუბლიანობის პარამეტრებით;
ვ) ბარომეტრული სიმაღლე - შესაბამისი სიმაღლის სიდიდით გამოხატული (სტანდარტული ატმოსფეროს მიხედვით) ატმოსფერული წნევა;
ზ) გადაწყვეტილების მიღების აბსოლუტური (DA) ან ფარდობითი (DH) სიმაღლე – დასაფრენად ზუსტად ან ვერტიკალური მიმართვით შესვლისათვის დადგენილი ის სიმაღლე, როცა უნდა დაიწყოს მეორე წრეზე წასვლა, თუ, დასაფრენად შესვლის გასაგრძელებლად, ორიენტირებთან აუცილებელი ვიზუალური კონტაქტი არ დამყარდა.
შენიშვნა: 1. DH ზღვის დონიდან გამოითვლება, DA – ადზ-ის ზღურბლის დონიდან.
2. ,,ორიენტირებთან აუცილებელი ვიზუალური კონტაქტი“ ნიშნავს ვიზუალური საშუალებების ნაწილის ან დასაფრენად შესვლის ზონის მხედველობას დროის განმავლობაში, რომელიც საკმარისია პილოტის მიერ სხ-ის ადგილმდებარეობის და ფრენის ნომინალურ ტრაექტორიასთან მისი ცვლილების სიჩქარის განსაზღვრისთვის. გადაწყვეტილების მიღების ფარდობითი (DH) სიმაღლის გამოყენებით III კატეგორიით ფრენისას ორიენტირებთან აუცილებელი ვიზუალური კონტაქტის დამყარება შეიცავს პროცედურების შესრულებას, რომელიც მითითებულია კონკრეტული წესებისა და ფრენის პირობებისათვის.
3. იმ შემთხვევაში, როდესაც ორივე ცნებები გამოიყენება, შეიძლება გამოყენებული იყოს ფორმა „გადაწყვეტილების მიღების აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლე“ და შემოკლება „DA/H“;
თ) გაზრდილი ხანგრძლივობით სათადარიგო აეროდრომამდე ფრენების შესრულება (EDTO) – ორი ან მეტი აირტურბინული ძრავის მქონე სხ-ის ნებისმიერი ფრენა, როცა მარშრუტიდან სათადარიგო აეროდრომამდე ფრენის დრო აღემატება ექსპლუატანტის სახელმწიფოს მიერ დადგენილ ზღვრულ დროს.
ი) EDTO-ს კრიზისულად მნიშვნელოვანი სისტემა – სხ-ის სისტემა, რომლის მტყუნებამ ან მუშაობის გაუარესებამ შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს EDTO–თი ფრენის უსაფრთხოებაზე ან რომლის განუწყვეტელ ფუნქციონირებას აქვს განსაკუთრებული კრიზისული მნიშვნელობა ფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და დასაფრენად, EDTO–თი ფრენის შესარულებისას.
კ) EDTO–თი ფრენისას საწვავის კრიზისული მარაგი – მარშრუტიდან სათადარიგო აეროდრომამდე საფრენად საჭირო საწვავის ოდენობა, ყველაზე უფრო შეზღუდული დროით მომუშავე სისტემის მარშრუტის ყველაზე უფრო კრიზისულ წერტილში მტყუნების გათვალისწინებით.
ლ) დაბრკოლების გადაფრენის აბსოლუტური (OCA) ან ფარდობითი (OCH) სიმაღლე – მინიმალური აბსოლუტური ან ფარდობითი სიმაღლე ადზ-ის შესაბამისი ზღურბლის თავზე ან, შესაბამის შემთხვევაში, აეროდრომის შემაღლების თავზე, რაც გამოიყენება დაბრკოლებების გადაფრენის კრიტერიუმების დასაცავად.
შენიშვნა: 1. დაბრკოლებების გადაფრენის აბსოლუტური სიმაღლე აითვლება ზღვის საშუალო დონიდან, ფარდობითი - ადზ-ის ზღურბლის შემაღლებიდან ან, დასაფრენად არაზუსტი შესვლისას, აეროდრომის ან მისი ზღურბლის შემაღლებიდან, თუ მისი შემაღლება 2 მ-ზე (7ფტ-ზე) მეტად ნაკლებია აეროდრომის შემაღლებაზე. დაბრკოლებების გადაფრენის ფარდობითი სიმაღლე, წრიდან დასაფრენად შესვლისას, აითვლება აეროდრომის შემაღლებიდან.
2. თუ ორივე ცნება გამოიყენება, შეიძლება ვისარგებლოთ შემდეგი ფორმით: „დაბრკოლებების გადაფრენის აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლე (OCA/H)”.
მ) დასაფრენად არსებული მანძილი (LDA) – დაფრენის შემდეგ სხ-ის გასარბენად გამოსადეგად გამოცხადებული ადზ-ის სიგრძე.
ნ) დასვენების დრო – უწყვეტი და გარკვეული დროის მონაკვეთი სასამსახურო მოვალეობების შესრულების შემდეგ და/ან მანამდე, რომლის განმავლობაშიც ეკიპაჟის წევრი გათავისუფლებულია ნებისმიერი სასამსახურო მოვალეობის შესრულებისაგან.
ო) დასაფრენად შესვლა და დაფრენა სახელსაწყო წესით დასაფრენად შესვლის და დაფრენის სქემების გამოყენებით კლასიფიცირდება შემდეგი წესით:
ო.ა) დასაფრენად არაზუსტი შესვლა და დაფრენა - დასაფრენად შესვლა და დაფრენა ხელსაწყოების მეშვეობით, გვერდითი მიმართვის გამოყენებით, მაგრამ არა ვერტიკალური მიმართვით.
ო.ბ) დასაფრენად შესვლა და დაფრენა ვერტიკალური მიმართვით - დასაფრენად შესვლა და დაფრენა ხელსაწყოების მეშვეობით, გვერდითი და ვერტიკალური მიმართვის გამოყენებით, რომელიც არ შეესაბამება დასაფრენად ზუსტი შესვლისა და დაფრენისათვის დადგენილ მოთხოვნებს.
ო.გ) დასაფრენად ზუსტი შესვლა და დაფრენა - დასაფრენად შესვლა და დაფრენა ხელსაწყოების მეშვეობით, ზუსტი გვერდითი და ვერტიკალური მიმართვის გამოყენებით, დასაფრენად შესვლისა და დაფრენის კატეგორიებით განსაზღვრული მინიმუმებისას.
შენიშვნა: გვერდითი და ვერტიკალური მიმართვა არის მიმართვა, რომელიც უზრუნველყოფილია სახმელეთო სანაოსნო საშუალებით, ან კომპიუტერით ფორმირებული სანაოსნო მონაცემებით.
პ) დასაფრენად ზუსტი შესვლისა და დაფრენის კატეგორიები:
პ.ა) კატ. I - დასაფრენად ზუსტი შესვლა და დაფრენა ხელსაწყოების მეშვეობით:
პ.ა.ა) გადაწყვეტილების მიღების ფარდობითი სიმაღლე, არანაკლებ 60 მ (200ფტ); და
პ.ა.ბ) ან ხილვადობა არანაკლებ 800 მ, ან ადზ-ზე ხილვადობა არანაკლებ 550 მ.
პ.ბ) კატ. II. დასაფრენად ზუსტი შესვლა და დაფრენა ხელსაწყოების მეშვეობით - გადაწყვეტილების მიღების ფარდობითი სიმაღლე 60 მ-ზე (200ფტ) ნაკლები, მაგრამ არანაკლებ 30 მ (100ფტ) და ადზ-ზე ხილვადობა არანაკლებ 300 მ.
პ.გ) კატ. III A. დასაფრენად ზუსტი შესვლა და დაფრენა ხელსაწყოების მეშვეობით - გადაწყვეტილების მიღების ფარდობითი სიმაღლე 30 მ-ზე (100ფტ) ნაკლები, ან სიმაღლის შეუზღუდავად და ადზ-ზე ხილვადობა არანაკლებ 175მ.
პ.დ) კატ. III B. დასაფრენად ზუსტი შესვლა და დაფრენა ხელსაწყოების მეშვეობით - გადაწყვეტილების მიღების ფარდობითი სიმაღლე 15მ-ზე (50ფტ) ნაკლები, ან სიმაღლის შეუზღუდავად ადზ-ზე ხილვადობა 175მ-ზე ნაკლები, მაგრამ არანაკლებ 50 მ.
პ.ე) კატ. III C. დასაფრენად ზუსტი შესვლა და დაფრენა ხელსაწყოების მეშვეობით, გადაწყვეტილების მიღების ფარდობითი სიმაღლისა და ადზ-ზე ხილვადობის შეუზღუდავად.
შენიშვნა: თუ გადაწყვეტილების მიღების ფარდობითი სიმაღლე (DH) და ადზ-ზე ხილვადობა (RVR) სხვადასხვა კატეგორიას განეკუთვნება, დასაფრენად ზუსტი შესვლა და დაფრენა ხელსაწყოების მეშვეობით სრულდება უფრო მკაცრი კატეგორიის მიხედვით.
ჟ) დაღლილობა – ფიზიოლოგიური მდგომარეობა, უძილობის ან ხანგრძლივი სიფხიზლის, დღე-ღამის რიტმის ფაზების ან სამუშაო დატვირთვის (გონებრივი ან/და ფიზიკური საქმიანობისას) შედეგად გამოწვეული გონებრივი ან ფიზიკური შრომისუნარიანობის დაცემა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ეკიპაჟის წევრის აქტიურობის და უნარის გაუარესება, სხ-ს უსაფრთხოდ მართვისას ან სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას.
რ) დაღლილობასთან დაკავშირებული რისკების მართვის სისტემა (FRMS) – მონაცემებზე დაფუძნებული, დაღლილობასთან დაკავშირებული რისკების (ფრენის უსაფრთხოებისათვის) უწყვეტი კონტროლის სისტემა, მეცნიერულ პრინციპებზე და ცოდნაზე, აგრეთვე, საექსპლუატაციო გამოცდილებაზე დაფუძნებული, რითაც, შესაბამისი პერსონალის მიერ, უზრუნველყოფილია საკუთარი ფუნქციების შერულება აქტიურობის სათანადო დონის მდგომარეობაში.
ს) დაშვების მინიმალური აბსოლუტური (MDA) ან ფარდობითი (MDH) სიმაღლე - დასაფრენად არაზუსტი ან წრიდან შესვლის სქემით მითითებული აბსოლუტური ან ფარდობითი სიმაღლე, რომლის დაბლაც დაშვება აკრძალულია, ორიენტირებთან სათანადო ვიზუალური კონტაქტის გარეშე.
შენიშვნა: 1. დაშვების მინიმალური აბსოლუტური სიმაღლე (MDA) აითვლება ზღვის საშუალო დონიდან, ფარდობითი (MDH) - აეროდრომის შემაღლებიდან ან მისი ზღურბლის შემაღლებიდან, თუ ეს შემაღლება 2 მ-ზე (7ფტ-ზე) მეტად ნაკლებია აეროდრომის შემაღლებაზე. დაშვების მინიმალური ფარდობითი სიმაღლე, წრიდან დასაფრენად შესვლისას, აითვლება აეროდრომის შემაღლებიდან.
2. ”ორიენტირებთან სათანადო ვიზუალური კონტაქტი” ნიშნავს ვიზუალური საშუალებების ნაწილის ან დასაფრენად შესვლის არეს ხედვას იმ დროის განმავლობაში, რაც პილოტისათვის საკმარისია ფრენის ნომინალური ტრაექტორიის მიმართ სხ-ს მდებარეობის და მისი ცვლილების სიჩქარის შესაფასებლად. წრიდან დასაფრენად შესვლისას, საჭიროა ვიზუალური კონტაქტი ადზ-ის რაიონში მდებარე ორიენტირებთან.
3. თუ ორივე ცნება გამოიყენება, შეიძლება ვისარგებლოთ შემდეგი ფორმით: ”დაშვების მინიმალური აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლე (MDA/H)”.
ტ) დიდი სხ-ი – 5700კგ-ზე მეტი მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის მქონე სხ-ი.
უ) ეკიპაჟის წევრი – სასამსახურო-საფრენოსნო დროის განმავლობაში, სხ-ზე გარკვეული მოვალეობის შესასრულებლად, ექსპლუატანტის მიერ დანიშნული, ავიასპეციალისტის მოწმობის მფლობელი პირი.
ფ) ექსპლუატანტის სახელმწიფო – სახელმწიფო, სადაც არის ექსპლუატანტის ძირითადი საქმიანობის ადგილი ან, თუ ექსპლუატანტს ასეთი ადგილი არა აქვს, ექსპლუატანტის მუდმივად ყოფნის ადგილი.
ქ) ექსპლუატანტის ტექნიკური მომსახურების რეგულირების სახელმძღვანელო – საბუთი, რომელიც შეიცავს ექსპლუატანტის იმ პროცედურების აღწერას, რაც უზრუნველყოფს მისი სხ-ების ტექნიკური მომსახურების ყველა გეგმური თუ არაგეგმური სამუშაოს დროულ და დამაკმაყოფილებლად შესრულების მართვის საშუალებას.
ღ) ვიზუალური მეტეოროლოგიური პირობები (VMC) – მეტეოროლოგიური პირობები, ხილვადობის სიშორის, ღრუბლებემდე მანძილის და ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლით გამოსახული, რაც დადგენილ მინიმუმს შეესაბამება ან მასზე მეტია.
ყ) ვიზუალიზაციის გაფართოებული შესაძლებლობების მქონე ტექნიკური ხედვის სისტემა (EVS)– გამოსახულების გადამწოდების გამოყენებაზე დაფუძნებული, გარემოს ელექტრონული გამოსახულების, დროის რეალურ მასშტაბში, ასახვის სისტემა.
შ) ზონალური ნაოსნობა (RNAV) – ნაოსნობის მეთოდი, რაც სხ-ს საშუალებას აძლევს იფრინოს ნებისმიერი ტრაექტორიით, სახმელეთო თუ თანამგზავრული სანაოსნო სისტემების მოქმედების ან ავტონომიური საშუალებების შესაძლებლობებით განპირობებულ ფარგლებში, ან მათი შეხამებით.
ჩ) ზღვრული დრო – ექსპლუატანტის სახელმწიფოს მიერ დადგენილი მანძილი, გამოსახული სათადარიგო აეროდრომამდე წასვლის დროით იმ მარშრუტიდან, რომლის ნებისმიერი შემაღლება საჭიროებს ექსპლუატანტის სახელმწიფოს მიერ EDTO-თი ფრენის დამტკიცებას.
სხ-ი - ძალური დანადგარის მეშვეობით მოძრავი, ჰაერზე მძიმე სხ, რომლის ამწევი ძალა უძრავ ფრთებზე აეროდინამიკური რეაქციის წყალობით წარმოიქმნება.
ც) იზოლირებული აეროდრომი – დანიშნულების პუნქტის აეროდრომი, რომლისთვისაც არ არის ამ ტიპის სხ-ისათვის გამოსადეგი დანიშნულების პუნქტის სათადარიგო აეროდრომი.
ძ) კავშირის მახასიათებლების მოთხოვნები (RCP) – სმმ-ის კონკრეტული ფუნქციების უზრუნველსაყოფად გამიზნული, კავშირის საექსპლუატაციო მახასიათებლების მიმართ წაყენებული მოთხოვნების ჩამონათვალი.
წ) კავშირის მოთხოვნილი მახასიათებლების ტიპები (RCP-ს ტიპი) - RCP-ს პარამეტრებისათვის მიკუთვნებული მნიშვნელობების განმსაზღვრელი ნიშანი (მაგ. RCP 240), რაც კავშირის ტრანზაქციის დროს, უწყვეტობას, მზადყოფნას და მთლიანობას ეხება.
ჭ) კოლიმატორული ინდიკატორი (HUD)– ფრენის მიმართულებით, პილოტის მხედველობის არეში, კაბინისგარე სივრცის ფონზე, საფრენოსნო მონაცემების ასასახი სისტემა.
ხ) კომერციული საჰაერო გადაზიდვა – მგზავრების გადასაყვანად, ტვირთისა და ფოსტის გადასატანად, ფასით ან დაქირავებით, განხორციელებული ფრენა.
ჯ) კონფიგურაციიდან გადახრის ჩამონათვალი (CDL) – ტიპობრივ კონსტრუქციაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციის მიერ შედგენილი და შემმუშავებელი სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული ჩამონათვალი, რითაც განისაზღვრება ტიპობრივი სხ-ს ყველა ის გარე ნაწილი, რაც შეიძლება არ ჰქონდეს ფრენის დაწყებისას. ჩამონათვალი, საჭიროებისას, შეიცავს შესაბამის საექსპლუატაციო შეზღუდვებს და საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების ცვლილებებს.
ჰ) კრეისერული ეშელონი – ფრენის მნიშვნელოვანი ნაწილის განმავლობაში შენარჩუნებული ეშელონი.
ჰ1) მაქსიმალური მასა – მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასა.
ჰ2) მახასიათებლებზე დაფუძნებული ნაოსნობა (PBN) - ზონალური ნაოსნობა, დაფუძნებული სმმ მარშრუტზე, ხელსაწყოებით დასაფრენად შესვლის სქემაზე ან დადგენილ საჰაერო სივრცეში მფრენ სხ-ს მახასიათებლების მიმართ წაყენებულ მოთხოვნებზე.
ჰ3)მინიმალური აღჭურვილობის ჩამონათვალი (MEL) – ჩამონათვალი, რომელიც სხ-ის გარკვეულ პირობებში (აღჭურვილობის რაიმე ნაწილის მტყუნებისას) ექსპლუატაციას ითვალისწინებს. ჩამონათვალს ადგენს ექსპლუატანტი, ამ ტიპის სხ-ის MMEL-ის ან უფრო მკაცრი მოთხოვნების შესაბამისად.
ჰ4) მინიმალური აღჭურვილობის (დასაშვები მტყუნებების) ძირითადი ჩამონათვალი (MMEL) – სხ-ის კონკრეტული ტიპისათვის ამ კონსტრუქციაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციის მიერ შედგენილი და სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული ჩამონათვალი იმ აღჭურვილობისა, რომელთა (ერთის ან მეტის) გაუმართაობა ფრენის დაწყებას არ აფერხებს. MMEL-ით შეიძლება მიეთითოს განსაკუთრებული საექსპლუატაციო პირობები, შეზღუდვები და წესები.
ჰ5) მომსახურე ეკიპაჟის წევრი – ეკიპაჟის წევრები, რომლებიც, მგზავრების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ექსპლუატანტის ან მეთაურის მიერ დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებენ, მაგრამ საფრენოსნო ეკიპაჟის წევრები არ არიან.
ჰ6) მცირე სხ-ი – 5701 კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის მქონე სხ-ი.
ჰ7) რეგისტრაციის სახელმწიფო – სახელმწიფო, რომლის რეესტრშიაც არის შეტანილი სხ.
ჰ8) რემონტი – საავიაციო ტექნიკის დაზიანების ან გაცვეთის შემდეგ მისი საფრენად ვარგისობის აღდგენა სხ-ის შემდგომი შესაბამისობის უზრუნველსაყოფად მის კონსტრუირების მოთხოვნებთან, განსაზღვეული შესაბამისი საფრენად ვარგისობის ნორმებით, რომლებიც გამოიყენებობდნენ შესაბამის სხ-ზე ტიპის სერტიფიკატის გასაცემად .
ჰ9) საავიაციო სამუშაოები – სხ-ის გამოყენება ისეთი დარგების მომსახურებისათვის, როგორებიცაა სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, ფოტოგადაღება, ტოპოგრაფიული გადაღება, პატრულირება, ძებნა-შველა, საჰაერო რეკლამა და სხვა.
ჰ10) საბორტო თვითმწერი – ნებისმიერი თვითმწერი ხელსაწყო, რომელიც ბორტზე მონტაჟდება მონაცემების დამატებითი წყაროს სახით, საავიაციო მოვლენის მოკვლევის მიზნით.
ჰ11) საერთო დანიშნულების სხ-ის ფრენა – სხ-ის ფრენა, გარდა კომერციული საჰაერო გადაყვანისა და საავიაციო სამუშაოებისა;
ჰ12) საექსპლუატაციო სპეციფიკაციები (დაშვებები) – ექსპლუატანტის სერტიფიკატთან დაკავშირებული და ფშს-ით მოცემულ პირობებზე დამოკიდებული ნებართვები, პირობები და შეზღუდვები.
ჰ13) სათადარიგო აეროდრომი – აეროდრომი, სადაც სხ შეიძლება გაფრინდეს, თუ შეუძლებელია ან მიზანშეუწონელია დანიშნულების აეროდრომამდე ფრენის გაგრძელება ან დაფრენა. სათადარიგოებს განეკუთვნება:
ჰ13 ა) აფრენის – სათადარიგო აეროდრომი, სადაც სხ-ს შეუძლია დაფრენა, თუ ამის აუცილებლობა იქმნება აფრენისთანავე, და გაფრენის აეროდრომით სარგებლობა შეუძლებელია;
ჰ13 ბ) დანიშნულების პუნქტის – სათადარიგო აეროდრომი, სადაც სხ-ს შეუძლია დაფრენა, თუ შეუძლებელია ან მიზანშეუწონელია დანიშნულების აეროდრომზე დაფრენა;
ჰ13 გ) მარშრუტის – სათადარიგო აეროდრომი, სადაც სხ-ს შეუძლია დაფრენა, თუ, მარშრუტზე ფრენისას, ის არასტანდარტულ ან ავარიულ ვითარებაში აღმოჩნდა.
შენიშვნა: აფრენის აეროდრომი, ასევე, შეიძლება იყოს მარშრუტის ან დაფრენის პუნქტის სათადარიგო აეროდრომი.
ჰ14) სათადარიგო აეროდრომზე წასვლის მაქსიმალური დრო - მაქსიმალურად დასაშვები მანძილი მარშრუტის რომელიმე წერტილიდან მარშრუტის სათადარიგო აეროდრომამდე, საფრენოსნო დროით გამოხატული.
ჰ15) სამსახურებრივი მოვალეობები – ნებისმიერი დავალება, რაც ეკიპაჟის წევრმა უნდა შეასრულოს ექსპლუატანტის მითითებით (მაგ: სასამსახურო-საფრენოსნო მოვალეობები, ადმინისტრაციული სამუშაო, მომზადება, სასამსახურო მოვალეობების შესასრულებელ ადგილამდე მისვლა, თადარიგში ყოფნა და სხვა), თუ ამას შეუძლია გამოიწვიოს მისი დაღლილობა.
ჰ16) სანაოსნო სპეციფიკაცია – სხ-სა და საფრენოსნო ეკიპაჟის მიმართ წაყენებული მოთხოვნების ერთობლიობა, რაც საჭიროა ფრენების უზრუნველსაყოფად მახასიათებლებზე დაფუძნებული ნაოსნობის პირობებში, დადგენილი საჰაერო სივრცის ფარგლებში.
ჰ17) საჭირო სანაოსნო მახასიათებლების სპეციფიკაცია (RNP) - ზონალურ ნაოსნობაზე დაფუძნებული სანაოსნო სპეციფიკაცია, რაც შეიცავს მახასიათებლების შეუსრულებლობაზე გაფრთხილების გაცემაზე კონტროლის მოთხოვნას, აღინიშნება პრეფიქსით RNP; მაგ. RNP 4, RNP APCH;
ჰ18) ზონალური ნაოსნობის სპეციფიკაცია (RNAV) - ზონალურ ნაოსნობაზე დაფუძნებული სანაოსნო სპეციფიკაცია, რაც არ შეიცავს მახასიათებლების შეუსრულებლობაზე გაფრთხილების გაცემაზე კონტროლის მოთხოვნას, აღინიშნება პრეფიქსით RNAV; მაგ. RNAV 5, RNAV 1.
შენიშვნა: სანაოსნო სპეციფიკაციების საინსტრუქციო მასალას შეიცავს იკაოს DOC 9613-ის II ტომი.
ჰ19) სასამსახურო დრო - დროის მონაკვეთი, რომელიც იწყება მაშინ, როცა ეკიპაჟის წევრი, ექსპლუატანტის მითითებით, ვალდებულია გამოცხადდეს ან შეუდგეს სასამსახურო მოვალეობების შესრულებას, და მთავრდება მაშინ, როცა ის სასამსახურო მოვალეობების შესრულებისაგან სრულად თავისუფლდება.
ჰ20) სასამსახურო საფრენოსნო დრო – დროის მონაკვეთი, რომელიც იწყება მაშინ, როცა ეკიპაჟის წევრი ვალდებულია გამოცხადდეს სასამსახურო მოვალეობების შესასრულებლად, ფრენის ან ფრენების სერიის შესრულებისას, და მთავრდება სხ-ს სრული შეჩერებისა და ძრავების გამორთვისას, ბოლო იმ ფრენის დასრულების შემდეგ, სადაც იგი ეკიპაჟის წევრია.
ჰ21) საფრენად ვარგისი – სხ-ს, ძრავის, საჰაერო ხრახნის ან ნაწილის მდგომარეობა, რომლის დროსაც ის დადგენილ კონსტრუქციას შეესაბამება და უსაფრთხოდ ექსპლუატაციის უზრუნველყოფა შეუძლია.
ჰ22) საფრენოსნო დრო - საერთო დრო, სხ-ის მოძრაობის დაწყებიდან (აფრენის მიზნით) მის სრულ შეჩერებამდე (ფრენის დასრულებისას).
შენიშვნა: ეს ტერმინი არის სინონიმი ტერმინებისა: „სრული საფრენოსნო დრო“ ან „დრო ხუნდების აღებიდან დაყენებამდე“, რაც სხ-ის მოძრაობის დაწყებიდან (აფრენის მიზნით) მის სრულ შეჩერებამდე (ფრენის დასრულებისას) იზომება.
ჰ23) საფრენად ვარგისი – სხ-ს, ძრავის, საჰაერო ხრახნის ან ნაწილის ისეთი მდგომარეობა, როცა ის დადგენილ აგებულებას შეესაბამება და უსაფრთხო ექსპლუატაციას უზრუნველყოფს.
ჰ24) საფრენად ვარგისობის შენარჩუნება – ღონისძიებების ერთობლიობა, რის საშუალებითაც უზრუნველყოფილია საფრენად ვარგისობის მოთხოვნებთან სხ-ების შესაბამისობა, და მათი შენარჩუნება იმ მდგომარეობაში, რაც საჭიროა უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის, საექსპლუატაციო ვადის განმავლობაში.
ჰ25) საფრენოსნო ეკიპაჟის წევრი – ავიასპეციალისტის მოწმობის მფლობელი ეკიპაჟის წევრები (მფრინავები), რომლებსაც, სასამსახურო-საფრენოსნო დროის განმავლობაში, სხ-ს მართვასთან დაკავშირებული მოვალეობები აკისრიათ.
ჰ26) საფრენოსნო ექსპლუატაციის სახელმძღვანელო - საფრენად ვარგისობასთან დაკავშირებული სახელმძღვანელო, რომელიც შეიცავს იმ შეზღუდვებს, რის ფარგლებშიაც სხ საფრენად ვარგისად ითვლება, და საფრენოსნო ეკიპაჟის წევრებისათვის საჭირო, სხ-ს უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფ, ინსტრუქციებსა და ინფორმაციას.
ჰ27) საფრენოსნო სამუშაო – ეკიპაჟის მიერ საფრენოსნო დავალების შესასრულებლად ჩატარებული სამუშაო.
ჰ28) საფრენოსნო მონაცემების გაანალიზება – რეგისტრირებული საფრენოსნო მონაცემების გაანალიზების პროცესი, ფრენების უსაფრთხოების დონის ამაღლების მიზნით.
ჰ29) სახიფათო ტვირთი – ის ნაკეთობები და ნივთიერებები, რომლებმაც, შეიძლება, საფრთხე შეუქმნან ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას, ქონებას, გარემოს, და რომლებიც „ტექნიკური ინსტრუქციების” სახიფათო ტვირთის ჩამონათვალით არის მითითებული ან ამ ინსტრუქციით არის კლასიფიცირებული.
შენიშვნა. სახიფათო ტვირთების კლასიფიკაცია მოცემულია იკაოს მე-18 დანართის მე-3 თავში.
ჰ30) სახელსაწყო მეტეოროლოგიური პირობები (IMC) – მეტეოროლოგიური პირობები, გამოხატული ხილვადობის სიშორით, ღრუბლებამდე მანძილით და ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლით. ეს სიდიდეები ნაკლებია ვიზუალური მეტეოროლოგიური პირობებით დადგენილ მინიმუმებზე.
შენიშვნა: ვიზუალური მეტეოროლოგიური პირობებისათვის დადგენილ მინიმუმებს შეიცავს ჩიკაგოს კონვენციის №2 დანართის მე-4 თავი.
ჰ31) სახმელეთო მომსახურება – სხ-ს აეროდრომზე მოსაფრენად და იქიდან გასაფრენად საჭირო მომსახურება, საჰაერო მოძრაობის მომსახურების გამოკლებით.
საჰაერო ხომალდი – ნებისმიერი აპარატი, რომელიც ატმოსფეროში მდებარეობას ჰაერთან ურთიერთმოქმედების შედეგად ინარჩუნებს, დედამიწის ზედაპირიდან არეკლილ ჰაერთან ურთიერთმოქმედების გამოკლებით.
ჰ32) საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი (AOC) – ექსპლუატანტისათვის გარკვეული კომერციული საჰაერო გადაზიდვების უფლების მიმნიჭებელი სერტიფიკატი.
ჰ33) საჰაერო ხომალდის საფრენოსნო ექსპლუატაციის სახელმძღვანელო - ექსპლუატანტის სახელმწიფოსათვის მისაღები საბუთი, რომელიც შეიცავს საფრენოსნო ეკიპაჟის ქმედებებს ჩვეულ, განსაკუთრებულ და საავარიო ვითარებებში, საკონტროლო შემოწმებათა ნუსხებს, შეზღუდვებს, საფრენოსნო-ტექნიკურ მახასიათებლებს და ცნობებს სხ-ს სისტემებზე, აგრეთვე – სხვა, სხ-ს ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ, მასალებს.
შენიშვნა: საფრენოსნო ექსპლუატაციის სახელმძღვანელო არის ფრენების შესრულების სახელმძღვანელოს ნაწილი.
ჰ34) საჰაერო ხომალდის მეთაური – ექსპლუატანტის მიერ ან, საერთო დანიშნულების ავიაციის შემთხვევაში, სხ-ს მფლობელის მიერ დანიშნული პილოტი, რომელიც ასრულებს მეთაურის მოვალეობებს და ფრენის უსაფრთხოდ შესრულებაზეა პასუხისმგებელი.
ჰ35) სიმაღლის საზომი სისტემის ცდომილება (ASE) – სხვაობა სიმაღლის საზომზე აღნიშნულ აბსოლუტურ სიმაღლესა და შეუშფოთებელი წნევის შესაბამის ბარომეტრულ სიმაღლეს შორის, სიმაღლის საზომზე ბარომეტრული წნევის სწორად დაყენების პირობით.
ჰ36) სიმაღლის ჯამური ცდომილება (TVE) – გეომეტრიული სხვაობა ვერტიკალურ სიბრტყეში ფაქტობრივ (რომელზედაც სხ იმყოფება) და დასახულ ბარომეტრულ სიმაღლეებს (ფრენის ეშელონს) შორის.
ჰ37) ტექნიკური მომსახურება – საავიაციო ტექნიკის ვარგისობის შესანარჩუნებლად საჭირო სამუშაო, საკონტროლო აღსადგენი სამუშაოების, შემოწმების, შეცვლის, ხარვეზების აღმოფხვრის ჩათვლით, რაც ტარდება როგორც ცალ-ცალკე, ასევე – შეთავსებით, აგრეთვე, მოდიფიცირების ან რემონტის ჩატარება.
ჰ38) ტექნიკური მომსახურების მოწმობა – საბუთი, რომელიც შეიცავს მასში მითითებული ტექნიკური მომსახურების სამუშაოების დამაკმაყოფილებლად შესრულების დამადასტურებელ მონაცემებს, რაც შეესაბამება ტექნიკური მომსახურების ორგანიზების სახელმძღვანელოთი ან ეკვივალენტური სისტემის ფარგლებში აღწერილ დამტკიცებულ პროცედურებს.
ჰ39) ტექნიკური მომსახურების პროგრამა – საბუთი, რომელიც შეიცავს ტმ-ის კონკრეტული სამუშაოებისა და მათი პერიოდულობის აღწერას, აგრეთვე – მათთან დაკავშირებულ პროცედურებს, მაგ. – საიმედოობის პროგრამას, რომელიც სხ-ს უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად არის საჭირო.
ჰ40) ტექნიკური მომსახურების ორგანიზაციის პროცედურების სახელმძღვანელო – ტექნიკური მომსახურების ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული საბუთი, რომელიც ორგანიზაციის სტრუქტურაზე, მისი ხელმძღვანელების მოვალეობებზე, შესასრულებელი სამუშაოების სახეობებზე, საწარმოო ბაზაზე, ტექნიკური მომსახურების პროცედურებზე, ხარისხის სისტემაზე და საინსპექციო შემოწმებებზე დაწვრილებით ინფორმაციას შეიცავს.
ჰ41) უსაფრთხოების მისაღწევი დონე (TLS) – კონკრეტულ პირობებში დასაშვებად მიჩნეული რისკის დონის აღმნიშვნელი ზოგადი ტერმინი.
ჰ42) უსაფრთხო იძულებითი დაფრენა – გარდაუვალი დაფრენა, რომლის დროსაც შეიძლება გვქონდეს საკმაო საფუძველი იმისა, რომ სხეულის დაზიანებას არ მიიღებენ ბორტზე და დედამიწაზე მყოფი პირები.
ჰ43) ფრენის გეგმა – საჰაერო მოძრაობის ორგანოსათვის წარდგენილი ცნობები დაგეგმილ ფრენაზე ან მის ნაწილზე.
ჰ44) საწაფი - ამ პუნქტის ქვეპუნქტებში მითითებული მოწყობილობები, რომელთა მეშვეობითაც ხმელეთზე ხდება ფრენის პირობების ასახვა:
ჰ44ა) მართვის ტექნიკის შესამუშავებელი – მოწყობილობა, რითაც კაბინაში რეალური ვითარების, ხელსაწყოების ჩვენებების, მექანიკური, ელექტრული, ელექტრონული და საბორტო სხვა სისტემების მარტივი ფუნქციების, სხ-ს ტიპის საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების ასახვაა უზრუნველყოფილი.
ჰ44ბ) სახელსაწყო ფრენისათვის მოსამზადებელი – შესაბამისი ხელსაწყოებით აღჭურვილი საწაფი, რითაც სხ-ს სახელსაწყო ფრენა აისახება კაბინაში.
ჰ44გ) ფრენის პირობების ამსახველი – მოწყობილობა, რომელიც სხ-ს ტიპის კაბინის ზუსტ ასახვას, აგრეთვე, მექანიკური, ელექტრული, ელექტრონული და საბორტო სხვა სისტემების რელური ფუნქციების,საფრენოსნო ეკიპაჟის წევრებისათვის ჩვეული ვითარების, სხ-ს ტიპის საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების ასახვას უზრუნველყოფს.
ჰ45) ფრენის კრეისერულ ეტაპზე შემცვლელი პილოტი – საფრენოსნო ეკიპაჟის წევრი, რომელსაც, მეთაურის ან მეორე პილოტის დაგეგმილი დასვენებისას, ევალება პილოტის მოვალეობების შესრულება ფრენის კრეისერულ ეტაპზე.
ფრენის სამუშაო გეგმა – ფრენის უსაფრთხოდ შესასრულებლად, ექსპლუატანტის მიერ შედგენილი გეგმა, რითაც სხ-ს საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლები, საექსპლუატაციო შეზღუდვები და დასახულ მარშრუტზე და აეროდრომ(ებ)ზე მოსალოდნელი პირობები გაითვალისწინება.
ჰ46) ფრენების უზრუნველყოფის ავიადისპეტჩერი – ექსპლუატანტის მიერ ფრენების საკონტროლოდ და სამეთვალყურეოდ დანიშნული პირი (მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას მოწმობა), რომელსაც აქვს ჩიკაგოს კონვენციის №1 დანართის შესაბამისი კვალიფიკაცია და ატარებს ინსტრუქტაჟს და/ან მეთაურს ეხმარება ფრენის უსაფრთხოდ შესრულების უზრუნველყოფაში.
ჰ47) ფრენების უსაფრთხოების დოკუმენტაციის სისტემა - ექსპლუატანტის მიერ დადგენილი ურთიერთდაკავშირებული საბუთების კომპლექტი, რომელიც შეიცავს სისტემატიზებულ იმ ინფორმაციას, რაც საჭიროა საფრენოსნო და სახმელეთო ოპერაციებისათვის (სულ ცოტა, ფშს-ს და ტექნიკური მომსახურების რეგულირების სახელმძღვანელოს).
ჰ48) ფრენების უსაფრთხოების მართვის სისტემა - ფრენების უსაფრთხოებისადმი სისტემური მიდგომა, საორგანიზაციო სტრუქტურის, პასუხისმგებლობის დონეების, სახელმძღვანელო პრინციპებისა და პროცედურების ჩათვლით.
ჰ49) ფრენების უსაფრთხოების სახელმწიფო პროგრამა – ფრენების უსაფრთხოების ასამაღლებლად გამიზნული წესებისა და საქმიანობის ერთობლიობა.
ფრენების ხელმძღვანელობა – სხ-ის უსაფრთხოების, ფრენების რეგულარობისა და ეფექტურობის ინტერესებიდან გამომდინარე, ფრენის დაწყებაზე, დამთავრებაზე, მარშრუტის შეცვლაზე უფლებამოსილების განხორციელება.
ჰ50) ფრენების შესრულების სახელმძღვანელო - წესების, ინსტრუქციებისა და რეკომენდაციების შემცველი დოკუმენტი, რომლითაც ექსპლუატანტის პერსონალი საკუთარი მოვალეობების შესრულებისას სარგებლობს.
ჰ51) ფსიქოაქტიური ნივთიერებები - ალკოჰოლი, ოპოიდები, კანაბინოიდები, სედატიური საშუალებები, გიპოტიური პრეპარატები, კოკაინი, სხვა ფსიქოსტიმულატორები, ჰალუცინოგენები და აქროლადი გამხსნელები (თამბაქო და კოფეინი ფსიქოაქტიურ ნივთიერებად არ ითვლება).
ჰ52) ღამე – დროის მონაკვეთი, საღამოს სამოქალაქო ბინდის დასრულებიდან დილის სამოქალაქო ბინდის დაწყებამდე ან დროის სხვა ის მონაკვეთი, მზის ჩასვლასა და ამოსვლას შორის, რასაც უფლებამოსილი ორგანო დაამტკიცებს.
შენიშვნა: სამოქალაქო ბინდი მთავრდება საღამოს, როცა მზის დისკოს ცენტრი ჰორიზონტის ხაზის დაბლა 60-ზეა, და იწყება დილით, როცა მზის დისკოს ცენტრი ჰორიზონტის ხაზის დაბლა 60-ზეა.
ჰ53) შეწყვეტილი აფრენისათვის არსებული მანძილი (ASDA)– ასაფრენად გამოსადეგი ადზ-ის სიგრძე, პლუს დამუხრუჭების ბოლო ზოლის სიგრძე, თუ ის გათვალისწინებულია.
ჰ54) ძრავა – სხ-ის მოძრაობაში მომყვანი მოწყობილობა, რომელიც შეიცავს, სულ ცოტა, იმ ნაწილებსა და აღჭურვილობას, რაც მის სამოქმედოდ და საკონტროლოდ არის საჭირო. ძრავა არ შეიცავს საჰაერო/მზიდ ხრახნს.
ჰ55) წასვლის ზღვარი – ბოლო გეოგრაფიული წერტილი, საიდანაც სხ-ს ძალუძს ფრენის გაგრძელება დანიშნულების აეროდრომამდე, აგრეთვე – მარშრუტის სათადარიგო აეროდრომამდე.
ჰ56) ხილვადობის სიშორე ადზ-ზე (RVR) – მანძილი, რომლის ფარგლებშიაც ადზ-ის ღერძულა ხაზზე მდებარე სხ-ს პილოტს შეუძლია შეამჩნიოს ადზ-ის ზედაპირზე განთავსებული სიგნალები (ნიშნები) ან ადზ-ის შემომსაზღვრელი ან მისი ღერძულა ხაზის მანიშნებელი ნათურები.
ჰ57) დასაფრენად შესვლის საბოლოო სეგმენტი (FAS) – ხელსაწყოების მეშვეობით დასაფრენად შესვლის მონაკვეთი, რომლის ფარგლებშიც სრულდება ადზ-ს გასწორზე გასვლა და დასაფრენად დაშვება.
ჰ58) საავარიო მიმყვანი რადიოგადამცემი (ELT) – იმ აღჭურვილობის მიმართ გამოყენებული ზოგადი ტერმინი, რომელიც განსხვავებულ სიგნალებს გადასცემს გარკვეულ სიხშირეებზე და, გამოყენების სახეობისდა მიხედვით, შეუძლია ავტომატურად ამუშავება დარტყმის შედეგად ან ხელით.
ჰ59) საბორტო თვითმწერები - სხ-ზე დამონტაჟებული ნებისმიერი თვითმწერი მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება დამატებითი ინფორმაციის მისაღებად საავიაციო მოვლენების მოკვლევისას. საბორტო თვითმწერის ტიპებია:
ჰ59 ა) I და IA ტიპის საფრენოსნო მონაცემების თვითმწერები (FDR) - აღწერენ ფრენის ტრაექტორიის ზუსტ მონაცემებს, სიჩქარეს, სივრცობრივ მდგომარეობას, ძრავის გაწევას, ფრენის კონფიგურაციას და რეჟიმს.
ჰ59 ბ) II და II A ტიპის საფრენოსნო მონაცემების თვითმწერები(FDR) - აღწერენ ფრენის ტრაექტორიის ზუსტ მონაცემებს, სიჩქარეს, სივრცობრივ მდგომარეობას, ძრავის წევას და მოწყობილობების კონფიგურაციას, რომლებიც ქმნიან ამწევ ძალას და აეროდინამიკურ წინაღობას.
ჰ60) ნებართვა - „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“ ან უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ექსპლუატანტის უფლებას შეასრულოს ამ დოკუმენტში აღნიშნული მოქმედებ