1. „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების” (შემდგომ – „წესები“) მოთხოვნები ვრცელდება:
ა) „საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში” რეგისტრირებული თვითმფრინავებით შესრულებულ ფრენაზე;
ბ) საქართველოში სერტიფიცირებული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის (შემდგომ – ექსპლუატანტი) მიერ უცხო სახელმწიფოს რეესტრში რეგისტრირებული თვითმფრინავით შესრულებულ ფრენაზე;
გ) უცხო სახელმწიფოს სხ-ის ექსპლუატანტის მიერ საქართველოში შესრულებულ ფრენაზე.
2. ამ „წესებით“ დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (შემდგომ – სააგენტო