1. ექსპლუატანტი ვალდებულია ჩამოაყალიბოს ფრენების უსაფრთხოების მართვის (SMS) ისეთი სისტემა, რომელიც, როგორც მინიმუმი:
ა) განსაზღვრავს ფრენების უსაფრთხოების რისკებს;
ბ) უზრუნველყოფს კორექტირებადი ქმედებების განხორციელებას, რომელიც აუცილებელია ფრენების უსაფრთხოების შეთანხმებული მაჩვენებლების შესანარჩუნებლად.
გ) ითვალისწინებს მუდმივი მონიტორინგის განხორციელებას და ფრენების უსაფრთხოების მაჩვენებლების რეგულარულ შეფასებას.
დ) მიზნად ისახავს ფრენის უსაფრთხოების მართვის სისტემის საერთო მაჩვენებლების მუდმივი გაუმჯობესებას.
შენიშვნა: ფრენის უსაფრთხოების სისტემის მაჩვენებლების განსაზღვრის სახელმძღვანელო მასალებს შეიცავს იკაოს DOC 9859.
2. ექსპლუატანტი ვალდებულია დანიშნოს SMS-ის შემუშავებაზე და დანერგვაზე პასუხისმგებელი პირი, რომლის ფუნქციები და პასუხისმგებლობა მკვეთრად უნდა იყოს განსაზღვრული და დაფიქსირებული SMS-ის შესაბამის დოკუმენტებში. ფრენის უსაფრთხოების მართვის სისტემაში მკვეთრად უნდა იყოს გამოკვეთილი ფრენის უსაფრთხოების საკითხებში პასუხისმგებლობის გადანაწილება ექსპლუატანტის მთელ ორგანიზაციაში, მათ შორის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა ფრენების უსაფრთხოებაზე.
შენიშვნა: ფრენის უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვის და ფუნქციონირების შენარჩუნების კონცეპტუალური ჩარჩოები მოცემულია ამ წესების მე-7 დანართში. ფრენის უსაფრთხოების მართვის სისტემის სახელმძღვანელო მასალებს შეიცავს იკაოს DOC 9859.
3. 27 000კგ-ზე მეტი ასაფრენი მასის მქონე სხ-ის ექსპლუატანტი ვალდებულია მიიღოს და შეასრულოს ფრენის მონაცემების ანალიზის პროგრამა, როგორც ფრენის უსაფრთხოების მართვის სისტემის შემადგენელი ნაწილი.
შენიშვნა: ექსპლუატანტი უფლებამოსილია ხელშეკრულების საფუძველზე ფრენის მონაცემების ანალიზის პროგრამის შესრულება გადასცეს სხვა მხარეს. მაგრამ პასუხისმგებლობა პროგრამის შესრულებაზე ეკისრება ექსპლუატანტს.
4. ფრენის მონაცემების ანალიზის პროგრამა არ უნდა ითვალისწინებდეს ვინმეს დასჯას და უნდა შეიცავდეს სათანადო ზომებს ინფორმაციის წყაროს დასაცავად.
შენიშვნა: 1. ფრენის მონაცემების ანალიზის პროგრამების სახელმძღვანელო მასალას შეიცავს იკაოს DOC 10000.
2. ფრენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვების და დამუშავების სისტემიდან ინფორმაციის დაცვის სამართლებრივ პრინციპებს შეიცავს ჩიკაგოს კონვენციის მე-19 დანართის B დამატება.
5. ექსპლუატანტი ვალდებულია ფრენების უსაფრთხოების მართვის სისტემის ფარგლებში შექმნას ფრენის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სისტემა, რომელიც განკუთვნილია ექსპლუატანტის პერსონალისთვის სახელმძღვანელოდ და გამოსაყენებლად.
შენიშვნა: ფრენის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სისტემის შემუშავების და სტრუქტურის სახელმძღვანელო მასალას შეიცავს ამ წესის მე-15 დანართ