1. თუ გამოვლინდა ან სავარაუდოა უცხო ქვეყნის ექსპლუატანტის მიერ საქართველოს  ავიაციის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტებისა და პროცედურების დარღვევა, ან ფრენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სერიოზული ხარვეზი, სააგენტო ამის შესახებ დაუყოვნებლივ ატყობინებს ექსპლუატანტს და საჭიროების შემთხვევაში, ექსპლუატანტის საავიაციო ხელისუფლებას. თუ სხ-ის ექსპლუატანტის და რეგისტრაციის ქვეყნები განსხვავდება შეტყობინება ეგზავნება აგრეთვე რეგისტრაციის ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებას, თუ საკითხი შედის ამ ქვეყნის პასუხიმგებლობაში და საჭიროებს შეტყობინებას.

2. შეტყობინების გაგზავნის შემთხვევაში, თუ  საკითხი და მისი მოგვარება საჭიროებს, სააგენტო მართავს კონსულტაციებს ექსპლუატანტის და რეგისტრაციის საავიაციო ხელისუფლებებთან, ექსპლუატანტის მიერ ფრენების უსაფრთხოების სტანდარტების უზრუნველყოფის თაობაზ