1. ექსპლუატანტი ვალდებულია ჩამოაყალიბოს ფრენების უსაფრთხოების მართვის (SMS) ისეთი სისტემა, რომელიც როგორც მინიმუმი:
ა) განსაზღვრავს ფრენების უსაფრთხოების რისკებს;
ბ) უზრუნველყოფს კორექტირებადი ქმედებების განხორციელებას, რომელიც აუცილებელია ფრენების უსაფრთხოების შეთანხმებული მაჩვენებლების შესანარჩუნებლად.
გ) ითვალისწინებს მუდმივი მონიტორინგის განხორციელებას და ფრენების უსაფრთხოების მაჩვენებლების რეგულარულ შეფასებას.
დ) მიზნად ისახავს ფრენის უსაფრთხოების მართვის სისტემის საერთო მაჩვენებლების მუდმივი გაუმჯობესებას.
შენიშვნა: ფრენის უსაფრთხოების სისტემის მაჩვენებლების განსაზღვრის სახელმძღვანელო მასალებს შეიცავს იკაოს DOC 9859.
2. ფრენის უსაფრთხოების მართვის სისტემაში მკვეთრად უნდა იყოს გამოკვეთილი ფრენის უსაფრთხოების საკითხებში პასუხისმგებლობის განაწილება ექსპლუატანტის მთელ ორგანიზაციაში, მათ შორის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა ფრენების უსაფრთხოებაზე.
შენიშვნა. ფრენის უსაფრთხოების მართვის სისტემის საინსტრუქციო მასალებს შეიცავს Doc 9859.
3. 2014 წლის 1 იანვრიდან 7 000კგ–ზე მეტი ასაფრენი მასის მქონე ან 9-ზე მეტი სავარძლების რაოდენობის მქონე თვითჩამწერით აღჭურვილი ვერტმფრენის ექსპლუატანტი ვალდებულია მიიღოს და შეასრულოს ფრენის მონაცემების ანალიზის პროგრამა, როგორც ფრენის უსაფრთხოების მართვის სისტემის შემადგენელი ნაწილი.
შენიშვნა: ექსპლუატანტი უფლებამოსილია ხელშეკრულების საფუძველზე ფრენის მონაცემების ანალიზის პროგრამის შესრულება გადასცეს სხვა მხარეს. მაგრამ პასუხისმგებლობა პროგრამის შესრულებაზე ეკისრება ექსპლუატანტს.
4. ფრენის მონაცემების ანალიზის პროგრამა არ ითვალისწინებს ვინმეს დასჯას, არამედ შეიცავს სათანადო ზომებს ინფორმაციის წყაროს დასაცავად.
შენიშვნა. ფრენის მონაცემების ანალიზის პროგრამების სახელმძღვანელო მასალა მოცემულია Doc 9859-ში.
5. ექსპლუატანტი ვალდებულია ფრენების უსაფრთხოების მართვის სისტემის ფარგლებში შექმნას ფრენის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სისტემა, რომელიც განკუთვნილია ექსპლუატანტის პერსონალისათვის სახელმძღვანელო