1. ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს, რომ მისმა ავიაპერსონალმა უცხო ქვეყნის საჰაერო სივრცეში ფრენისას, შეასრულოს იმ ქვეყნის კანონები, წესები და პროცედურები სადაც ხორციელდება ფრენა.

2. ექსპლუატანტი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ საფრენოსნო ეკიპაჟის ყველა წევრმა იცოდეს მის უფლება-მოვალეობების შესრულებათან დაკავშირებული ნორმატიული აქტები და პროცედურები, რომლებიც ეხება ფრენის რაიონებს, გამოსაყენებელ აეროდრომებს და შესაბამის საერნაოსნო სანავიგაციო საშუალებებს.

შენიშვნა: ინფორმაცია პილოტებისათვის და ფრენების წარმოებაში დაკავებული პერსონალისთვის, რომელიც ეხება ფრენის სქემებს და საექსპლუატაციო პროცედურებს, მოცემულია PANS-OPS (იკაოს  DOC 8168) I ტომში. ვიზუალური ფრენის და სახელსაწყო ფრენის სქემების შედგენის პროცედურები მოცემულია PANS-OPS (იკაოს DOC 8168) II ტომში. იმ შემთხვევაში თუ, საქართველოს რომელიმე რაიონში ამ მოთხოვნების შესრულება შეუძლებელია და ითხოვს განსხვავებული წესების დადგენას, ეს განსხვავებები უნდა აისახოს კონკრეტული რაიონის ან აეროდრომის ფრენის შესრულების წესებში.

3. ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს, რომ საფრენოსნო ეკიპაჟი ფლობდეს იმ ენას, რომელიც გამოიყენება რადიოკავშირში, იმ დონეზე, რომელიც შეესაბამება ჩიკაგოს კონვენციის პირველი დანართის მოთხოვნებს.

4. ფრენების შესრულების კონტროლზე პასუხისმგებელია ექსპლუატანტი ან მის მიერ დანიშნული  წარმომადგენელი.

5. ფრენების შესრულების კონტროლზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ ვერტმფრენის მეთაურს. თუ ექსპლუატანტის პროცედურებით გათვალისწინებულია ფრენის უზრუნველყოფის სპეციალისტის/ავიადისპეჩერის მონაწილეობა ფრენების შესრულების კონტროლზე, ამ შემთხვევაში დელეგირება ეძლევა ვერტმფრენის მეთაურსაც და ფრენის უზრუნველყოფის სპეციალისტს/ავიადისპეტჩერს.

შენიშვნა: საექსპლუატაციო კონტროლის და ფრენების მომზადების ავიადისპეჩერების  საინსტრუქციო მასალა მოცემულია იკაოს DOC 8335. ფრენების მომზადების დისპეჩერების უფლებამოსილების, ვალდებულებების და პასუხისმგებლობების საინსტრუქციო მასალა მოცემულია  იკაოს DOC 9376-ში. ფრენების მომზადების ავიადისპეჩერის მოწმობის მიღების მოთხოვნები მოცემულია „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“ დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს #150 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესში“.

6. თუ ფრენების უზრუნველყოფის სპეციალისტი/ავიადისპეჩერი პირველი იღებს შეტყობინებას ავარიულ სიტუაციაზე, რომლის შედეგადაც წარმოიქმნება ფრენის უსაფრთხოების და/ან ნებისმიერი პირის მიმართ საშიშროება, ამ წესის 37–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს სიტუაციის არსის და დახმარების აღმოჩენის მოთხოვნის შესახებ, თუ ეს საჭირო გახდება.

7. თუ ვერტმფრენის და/ან ნებისმიერი პირის მიმართ წარმოქმნილი ავარიული სიტუაცია საჭიროებს ადგილობრივი წესების და პროცედურების დარღვევას, ამის შესახებ ვერტმფრენის მეთაური დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის ადგილობრივ უფლებამოსილ ორგანოს. სახელმწიფოს მოთხოვნით, რომლის ტერიტორიაზეც მოხდა ინციდენტი, ვერტმფრენის მეთაური წარუდგენს მოხსენებას ან სახელმწიფოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს. ამ შემთხვევაში მოხსენების ასლს ვერტმფრენის მეთაური წარადგენს სააგენტოში. ასეთი მოხსენებები წარდგენილი უნდა იქნეს რაც შეიძლება სწრაფად და არაუგვიანეს 10 დღისა.

8. ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს, რომ ვერტმფრენის მეთაურს ბორტზე ჰქონდეს ყველა აუცილებელი ინფორმაცია, რომელიც ეხება იმ რაიონის საძებნ–სამაშველო სამსახურს, რომლის ტერიტორიასაც გადაუფრენს ვერტმფრენი. ეს ინფორმაცია შესაძლებელია შეტანილი იქნეს ფრენების შესრულების სახელმძღვანელოში, ან შესაძლებელია იყოს ნებისმიერი ფორმით, რომელიც ჩაითვლება მიზანშეწონილა