1.ვერტმფრენის ექსპლუატაცია უნდა განხორციელდეს:

ა) საფრენოსნო ვარგისიანობის სერტიფიკატის  მოწმობის ან ექვივალენტური  დოკუმენტის პირობების შესაბამისად;

ბ) რეგისტრაციის სახელმწიფოს მიერ დადგენილი საექსპლუტაციო შეზღუდვების ფარგლებში;

გ) ვერტმფრენის მასის შეზღუდვის  ფარგლებში, რომლებიც დადგენილია ხმაურის სერტიფიცირების სტანდარტებით,  ჩიკაგოს კონვენციის მე-16 დანართის I ტომის თანახმად, გარდა იმ დასაფრენი მოედნებისა, რომლებზეც ეს, გამონაკლისის სახით, დაშვებულია იმ სახელმწიფოს მიერ, რომლის ტერიტორიაზეც განლაგებულია ვერტოდრომი და არ ვრცელდება ხმაურზე შეზღუდვები.

2. ვერტმფრენზე ვიზუალიზაციისათვის განთავსებული უნდა იყოს ფირნიშები, აღნიშვნები,  ხელსაწყოების მარკირება, რომლებიც ცალკე ან ერთობლივად ასახავს რეგისტრაციის სახელმწიფოს მასერტიფიცირებელი  ორგანოს მიერ დადგენილ საექსპლუატაცია შეზღუდვებს.

შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალა მოცემულია „ვერტმფრენების საფრენოსნო ტექნიკური მახასიათებლების ნორმების შემუშავების სახელმძღვანელო“ იკაოს Doc-ში 10110.

თავი IVვერტმფრენის საბორტო ხელსაწყოები, აღჭურვილობა და საფრენოსნო დოკუმენტაც