1. ვერტმფრენის საწვავით გამართვა მგზავრების სხ-ზე ყოფნისას, ჩასხდომის ან გადმოსხდომის დროს, ასევე მზიდი ხრახნის ბრუნვის დროს, შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ვერტმფრენზე  იმყოფება  მეთაური ან ნებისმიერი მომზადებული პერსონალი, რომელიც ნებისმიერი პრაქტიკული და ხელმისაწვდომი საშუალებებით უხელმძღვანელებს და უზრუნველყოფს  ვერტმფრენიდან ევაკუაციას.

2. საწვავით გამართვის პროცესში, მგზავრების სხ-ზე  ყოფნისას, ჩასხდომის ან გადმოსხდომის დროს დამყარებული უნდა იქნეს მუდმივი ორმხრივი კომუნიკაცია ვერტმფრენის ინტერკომუნიკაციის, ან მსგავსი სისტემის მეშვეობით, საწვავით გამართვის პროცედურაზე ზედამხედველ სახმელეთო პერსონალსა და ვერტმფრენზე მყოფ მეთაურთან, ან სხვა შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პერსონალთან.

შენიშვნა: 1. საწვავით გამართვის პირობები მოცემულია ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართის პირველ ტომში, აგრეთვე საწვავით უსაფრთხოდ გამართვის   სახელმძღვანელო მასალა მოცემულია „აეროპორტების მომსახურების სახელმძღვანელოს“ (Doc 9137), პირველ და მე-8 ნაწილებში.

2. დამატებითი სიფრთხილის ზომები უნდა იქნეს მიღებული,  თუ საწვავით გამართვა მიმდინარეობს საავიაციო ნავთისგან განსხვავებული საწვავით, ან საწვავით გამართვის შედეგად მიიღება საავიაციო ნავთისა და საავიაციო ტურბინული საწვავის ნარევი, ან გამოიყენება გამართვის გახსნილი მეთოდ