1. ყოველი ასაფრენი ზონისათვის და დასაფრენად შესვლის დასკვნითი ეტაპისათვის ან ვერტოდრომისათვის, რომელიც გამოიყენება სფწ-თ ფრენებისათვის დადგენილი უნდა იყოს სფწ-თ დასაფრენად შესვლის ერთი ან რამოდენიმე სქემა, რომელიც დამტკიცებულია და გამოქვეყნებულია იმ სახელმწიფოს  მიერ, სადაც განლაგებულია ვერტოდრომი ან იმ სახელმწიფოს მიერ, რომელიც პასუხისმგებელია ვერტოდრომის ექსპლუატაციაზე, თუ ის მდებარეობს სახელმწიფო საზღვრებს გარეთ.

2. ყველა ვერტმფრენი, რომელიც ასრულებს ფრენებს სახელსაწყო ფრენის წესების შესაბამისად, ვალდებულია  დაიცვას იმ სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული სქემები, სადაც მდებარეობს ვერტოდრომი.

შენიშვნა: 1. სახელსაწყო წესით დასაფრენად შესვლის და დაფრენის კლასიფიცირება მოცემულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 22 ოქტომბრის №220 ბრძანებით დამტკიცებული „ვერტმფრენების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების“ მე-16 მუხლში.

2. სახელსაწყო წესებით ფრენასთან დაკავშირებული საექსპლუატაციო წესები და სქემების შედგენის რეკომენდირებული კრიტერიუმები მოცემულია  PANS-OPS (იკაოს DOC 8168)-ის I და II ტომებშ