1. ყველა აღჭურვილი ადზ–ს და ვერტოდრომისთვის, რომლებიც გამოიყენება სახელსაწყო წესით ფრენების შესასრულებლად, სააგენტო ამტკიცებს და აქვეყნებს ერთს ან რამდენიმე სახელსაწყო წესით დასაფრენად შესვლის სქემებს, რომლებიც შედგენილია სახელსაწყო წესით დასაფრენად შესვლის და დაფრენის კლასიფიცირების შესაბამისად.
2. ყველა სხ, რომლებიც ასრულებენ ფრენებს სახელსაწყო ფრენის წესების შესაბამისად, ვალდებულნი არიან დაიცვან იმ სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული სქემები სადაც განლაგებულია ვერტოდრომი.
შენიშვნა: 1. სახელსაწყო წესით დასაფრენად შესვლის და დაფრენის კლასიფიცირება მოცემულია განმარტებებში.
2.სახელსაწყო წესებით ფრენასთან დაკავშირებული პერსონალისთვის რეკომენდირებული საექსპლუატაციო წესები აღწერილია PANS–OPS (იკაოს DOC 8168)-ის 1 ტომში.
3. სპეციალისტებისთვის განკუთვნილი სახელსაწყო წესით ფრენის სქემების შედგენის კრიტერიუმები აღწერილია PANS_OPS (იკაოს DOC 8168)-ის მე–2 ტომშ