ექსპლუატანტი ვალდებულია მიიღოს ზომები ჰერმეტულობის დარღვევის შემთხვევაში ავარიული დაშვებისას  ბორტგამყოლების გონების დაკარგვის თავიდან ასაცილებლად. აგრეთვე აღჭურვოს სხ დაცვის ისეთი საშუალებებით, რომლებიც საშუალებას მისცემს ბორტგამყოლებს აღმოუჩინონ პირველი დახმარება მგზავრებს ავარიული დაშვების შემდეგ ჰორიზონტალური ფრენისას. მგზავრების დაცვა უზრუნველყოფილი უნდა იყოს ისეთი მოწყობილობებით ან საექსპლუატაციო წესებით, რომლებიც ჰერმეტულობის დარღვევის შემთხვევაში საშუალებას მისცემს მათ თავიდან აიცილონ ჰიპოქსიის სიცოცხლისთვის საშიში ზემოქმედება.

შენიშვნა: გათვალისწინებული უნდა იყოს ის გარემოება, რომ ბორტგამყოლებმა ავარიული დაშვებისას შესაძლებელია ყველა შემთხვევაში ვერ აღმოუჩინონ საჭირო დახმარება მგზავრებს ჰერმეტულობის დარღვევისა